საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით
(tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ.

ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
გიბრალტარი-ირლანდია 21:00

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 19 /
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ბიჭი 21 წლის ახალგაზრდაა და ეხლა იწყებს ყველაფერს, მეორე პირველი 1ამაშია ნაკრებში და უნდა გავამხნევოთ, მესამე ბიძამისი შოთი საქართველოს ნაკრების ბომბარდირია და 26 გოლი აქვს გატანილი და მსგავსი ჯერ არავის გაუმეორებია და რას ვერჩით. აქედან 2 თუ 3 ჰეთრიკი, რომელიც ასევე არ განმეორებულა.
ვაცადოთ ამ პატარა ბიჭს იქნებ როგორ უძგერს გული, წარმატებები ვატო, ბედნიერი ფეხი გქონოდეს ეროვნულ ნაკრებში.
ირაკლიუსი
01:56 21-03-2019
4
ვატოზე ისე საუბრობთ თითქოს ჩვენ სხვა ფორვარდებს გოლო გოლზე გაქონდეთ:) 4 თამაში 3 გოლი გაიტანა თან 21 წლისაა და გამოიძახეს ნახავენ რა შეუძლია. კაჭარავას არ ჯობია თუ გსბედავას
გოგა
23:31 20-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული