ნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. კომენტარი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

"გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა
და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია."

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაკვეტაძეს გინდ ძრავი დაარქვი გინდამც გადაცემათა კოლოფი ის გუნდის ლიდერია და ლიდერის გარეშე ყველაფრის მოგება ჭირს და თუ ლიდერის გარეშეც იგებ ესეიგი უკვე გუნდი ხარ.დამაჯერეთ ლომებო რომ ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ.
რუსლანი
17:39 23-03-2019
0
ქართველი ადამიანის ერთი სამწუხარო ნაკლი ისაა, რომ სხვის მნიშვნელობას ვერ იგებს ხოლმე. ამას გონია, რომ ნაკრებმა თავისით მიაღწია წარმატებას. არავის არ ვუკარგავ არც კარგ თამაშს, არც ნიჭს და შემართებას, მარა ჩაკვეტაძის ფაქტორი ძალიან დიდი იყო იმ გამარჯვებებში, თითქმის 90 %, იქნება ეს საბრძოლო სულისკვეთება, გუნდზე თამაში, დაგვირგვინება, თუ საკუთარ თავზე თამაშის აღება და ვაისის შეცდომების გამოსწორება. უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი გვყოლია და ასეთი შედეგი არ იყო, იმიტომ რომ არ იყო ასეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც გუნდზე და გუნდისთვის თამაშობდა პირველ რიგში და მოგებაზე იყო ორიენტირებული სულ. ჩაკვეტაძე თამაშობს ისე რომ ტემპს და ხასიათის მსვლელობას გრძნობს , რა იცვლება ხედავს და იმ წამსვე ცვლის თამაშის მანერასაც. მიკვირს კვეკვესკირსაც და ბევრ სხვასაც რატომ არ ესმით ეს ფაქტი. მაინცდამაინც ვინმესთან უნდა წავაგოთ, რომ მიხვდნენ რა იყო ჩვენი მოგებების მთავარი მიზეზი ? ბიჭებო წარმატებები შვეიცარიასთან, თუ ჭკვიანურად ვითამაშეთ, ლაღად და წნეხის გარეშე იმედია აქაც მოვიგებთ, ვინმე აიღებს იმედია თავის თავზე გადამწყვეტ მომენტში თამაშს, მთავარია ტაიმების ბოლოს კონცენტრირება და ტრიპაჩობაში არ გადაგვივიდეს თუ წაგვივიდა ტამაში. ყურადღებით! შვეიცარიას მოგება უნდა და შეიძლება ძალითაც დაგვითმონ ინიციატივა, რომ ნახავენ ჩვენ შესაძლებლობებს და არ მოტყუვდეთ. აბა ეს ტექსტიც დამიბლოკეთ და მერე იჯექით და თავად წერეთ და იკითხეთ საკუთარ საიტზე :) წარმატებები ნაკრებს! აბა თქვენ იცით
გადასარევი გიორგი
13:56 21-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული