ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ

AutoSharing Option
22 მარტს, შვეიცარიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სწორედ ამიტომ არ არის განაცხადში.

ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. სამწუხაროა, რომ ქართულ სამედიცინო ჯგუფს ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჯანმრთელდება. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი.

გიორგი ნავალოვსკიმ ერთი კვირაა დაიწყო ვარჯიში. იქნება თუ არა განაცხადში, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, 100 პროცენტით მზად არ იყოს. მის პოზიციაზე შემადგენლობიდან აუცილებლად გვეყოლება ვინმე. გუნდში არიან ლევან ხარაბაძე, ჯიმი ტაბიძე. რა იქნება, მატჩის დღეს
ერთად ვნახავთ.

შაქირისა და სეფეროვიჩის არყოფნას რაც შეეხება, ცხადია, გვაქვს ინფორმაცია, რომ შვეიცარიას სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა მათ გუნდში თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ პეტკოვიჩი ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ მათი მოთამაშეები. ასეთი გუნდის წინააღმდეგ რამდენიმე სათამაშო სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

ჩვენი მინიმალური მიზანია, რომ თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დავიხარჯოთ. სამწუხაროა, რომ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, თუმცა გიორგი ქვილითაიას, ოთარ კაკაბაძის და  ჯანო ანანიძის დაბრუნება სასიხარულოა. ჩვენი მიზანია, წარმატებას მივაღწიოთ და საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ვატო არველაძე და ლევან ხარაბაძე - ორივენი ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ასეთი ბევრია, ზოგი იკარგება, ზოგი იხსნება და ვითარდება. ლევანი 18 წლის ასაკში შვეიცარიაში სტაბილურად თამაშობს, რაც ძალიან კარგია.

ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ პოლონეთის ჩემპიონატში. მან ოთხი გოლი გაიტანა. დაველოდოთ თამაშს, შესაძლოა, მოედანზეც ვიხილოთ.

შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. მსოფლიო რეიტინგში ისინი მეშვიდე ადგილზე არიან. მთავარია, როგორი ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ ამ გუნდთან. ჩვენი მიზანია, მათ ვაჩვენოთ ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია. შვეიცარია არა მარტო ხვალინდელი თამაშის, არამედ ზოგადად, ჯგუფის ფავორიტია.

როგორც ყოველთვის, გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ერთა ლიგაზე, ვგრძნობდით 55 000 ადამიანის მხარდაჭერას. ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარა, ვისაც ტრავმა ჰქონდა.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. შვეიცარიასაც აკლია შაქირი, სეფეროვიჩი და მეჰმედი. მაინტერესებს, რა რესურსი გვაქვს და ეს შვეიცარიასთან მატჩში გამოჩნდება.

ჩემი კოლეგის სიტყვები, რომ საქართველო რუსულ-ბრაზილიულ სტილში თამაშობს, კარგია, თუმცა შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ", - აღნიშნა ვაისმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს 16:15 საათზე გამართავს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

alt"ეს გვაბრაზებს და წელს ამის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ" - ჯაბა კანკავამ The Sun-თან ისაუბრა

alt ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია

altნიკა კვეკვესკირი: მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება

altგიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს

მკითხველის კომენტარები / 26 /
ერთი თქვენი სტილი და თქვენ დდდდ
rezi
23 მარტი 2019 22:09
0
ბიჯო კვარაცხელია რატომ არ დატოვე!? ამდენი უთამაშებელი და ტრამვირებული ფეხბურთელები რომ დაიტოვე სიაში! რამდენჯერ უნდა გითხრან გამოიძახე ისინი ვინც მზადყოფნაში არიან! ნახევარი ნაკრები ტყუილად გიზის განაცხადში!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 14:01
0
დაცვაში არუნდა ვითამაშოთ თუ მოგება გვინდა შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მოვიგებთ, წარმატებები ბიჭებო, 3-0 ან მინიმუმ 2-0 ს ვიგებთ.
beso
23 მარტი 2019 11:38
1
მე ვფიქრობ დღეს გავიაზრებთ რა დონის ტაქტიკოსი და სტრატეგი თავგასიებული მწვრთნელი გვყავს, 92 წუთზე ისეთ შეცვლას განახორციელებს სულ თავგზას აუბნევს მეტოქეს.
ნუ თუწავაგეთ რას იზამს თავგასიებული მესები არ ყავს ნაკრებში და გოლს თვითონ ხომ ვერ გაიტანს.
რაღა დარჩენია აიღებს ხელფასს და პრემიას და წაიღბს სახში :)
margveli
23 მარტი 2019 08:47
4
ოჰ რას ბრძანებთ სად თქვენ და სად ჩვენ, როგორ შეგვიძლია ჩვენ თქვენზ ემეტად რამე გვინდოდეს.
უაღესად გმადლობთ თქვენო მაღალ აღმატებულებავ ასეთი კომპენეტნტური, გულწრფელი და ყოვლისმომცველ-ამომწურავი მიმოხილვითვის, ესოდენ ადექვატური შეფასებისთვის და მამილიშვილური შეგონებისთვის. არასდროს დავივიწყებთ და მარად სახელმძღვანელოდ გვექნება ამ მეწამულ წუთისოგელში, ტქვენ გაიხარეთ!
"artanuj"-ს მადლიერებით და მოწოწებით (ადმინ არ დაბლოკო!)
23 მარტი 2019 02:15
1
არა მგონია ვინმეს ჩემზე მეტად უნდოდეს რომ დამსახურებულად, ხარისხით და მონდომებით გაიმარჯვოს ჩვენმა გუნდმა, მითუმეტეს ჩაკვეტაძის არყოფნის მომენტში,ასეთი ნაადრევი და ერთკაცმიბმული ლიდერი ნაკრებს არ სჭირდება, ნაკრებს ყველა ლიდერი უნდა ჰყავდეს და ამ ლიდერებს კიდევ ხარისხიანი შემცვლელები.
მეორეს მხრივ კი ვიცი რა შვეიცარიის ამბავი და მათი მანერები, ძალიან მინდა რომ 3-0-ზე მეტად არ წავაგოთ,მოგებაზე ოცნება და ფიქრი კარგია მაგრამ რეალობა ხვალ სულ სხვა იქნება!ეს არ იქნება ვაისი ბრალი, უბრალოდ ასეთი ვართ ქართველები ხარისხით და შეწყობადობით!
ნაკრების ფეხბრუთელები ერთ ან 2 კლუბში უნდა იყვნენ საქართველოს ჩემპიონატში!
artanuj
22 მარტი 2019 22:49
16
ოჰ რას ბრძანებთ სად თქვენ და სად ჩვენ, როგორ შეგვიძლია ჩვენ თქვენზ ემეტად რამე გვინდოდეს.
უაღესად გმადლობთ თქვენო მაღალ აღმატებულებავ ასეთი კომპენეტნტური, გულწრფელი და ყოვლისმომცველ-ამომწურავი მიმოხილვითვის, ესოდენ ადექვატური შეფასებისთვის და მამილიშვილური შეგონებისთვის. არასდროს დავივიწყებთ და მარად სახელმძღვანელოდ გვექნება ამ მეწამულ წუთისოგელში, ტქვენ გაიხარეთ!
ზაზა
23 მარტი 2019 02:13
0
რამე არ მიქარო ხვალ ვაის მოგებისთვის განაწყვე ბიჭები. თორემ ცუდად დასრულებ კარიერას
გოგა
22 მარტი 2019 21:25
17
ქართული სტილი ?? სადღაა ქართული სტილი?? ბურთს რომ ჩვენს ნახევარზე ვაგორებთ? საუკეთესო ვარიანტია თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და 1-2 შანსი მოგვეცემა და იმას თუ გამოვიყენებთ. სამწუხაროდ ასეა
გუჯა
22 მარტი 2019 19:33
17
რომელია ქართული სტილით დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადაააქვთ?
aleko
22 მარტი 2019 18:35
17
მაკარიძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ხარაბაძე, გვილია, კანკავა, კვეკვესკირი, ანანიძე ყაზაიავილი, ქვილითაია
irakli
22 მარტი 2019 18:26
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული