ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
შვეიცარია არაფერი! გიბრალტარს როდის ეთამაშები (კარგად მოემზადე თორემ სომხეთივით კომფუზი გამოგივა)!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 21:30
1
საქართველოს ნაკრებში არვერთი ფეხბურთელი არ არის ტოპ ჩემპიონატებიდან შვეცარიაში ყველა აქვთ სათამაშო პრაქტიკა და მაღალი კლასი ყველას ჩვენი გუნდის იდეაში ლიდერებიდან 2 უგუნდოათაა ერთს ტრანვაა აქვს 1 სათადარიგოზეაა წერტრალური თავდამსხმელი არ გვყავს და დავუშვათ წავიდა ვაისი ახალი მწვრთნელი გააჩენს ფეხბურთელებს თუ საიდან მოიყვანს?? ობიექტურად ჩვენ ამ დონის გუნდთან მაქსიმუმ უნდა ვიბრძოლოთ ფრისთვის სამწუხაროდ ესაა არსებული რეალობა. ერთადერთი გამიკვირდა კვირკველიას სათადარიგოზე ყოფნა 2-3 ფეხბურთელი გვყავს შედარებით მაღალი დონის და თუ ფრისთვის ვიბრძოდით უფრო სწორი იქნებოდამ ისი ძირითადში დაყენება.
გიორგი
23 მარტი 2019 21:29
9
ფეხბურთელები რომ არ გვყავს რა მისით გახდებიან ლიდერები? რა მიაკვდა ამ კაჭარავას ,რა აღარ უნდა Gაახალგაზრდაოს გუნდი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 23:07
1
ხო და კიდევ ყაზახეთის ფეხბურთელები თამაშობენ ინგლისის პრემიერლიგაში და შოტლანდიის ფეხბურთელები ჭ ლიგაში, იმიტომაც წააგეს ყაზახეთთან 3
:0. აქ ვინ სად თამაშობს იმაზე კი არაა საუბარი, არამედ ვინ როგორ თამაშობს, გაახილეთ ცოტა თვალები.
23 მარტი 2019 22:37
0
ასე უჯიგრო, უსისხლო, დაფრთხალი ...ფეხბურთის თამაში ვის გაუგია?! როდის იყო სიფრთხილით წარმატება რ ა ი მ ე შ ი მიდიოდეს ?;...ეს იყო - ,,არ მინდა თამაში,, ბურთის მიღება რომ ა რ ა ვ ი ს არ უნდოდა და ყველა იცილებდა (?!) - ითამაშეთ თავდადებით, ა რ შეეგუოთ მოწინააღმდეგეს რომ ბურთი აქვს, რა ნაკრებიც არ უნდა იყოს - ანუ არ უნდა აცალი თამაში და რომ- ც წააგო - პატივისცემა დიდი იქნება, მაგრამ ე ს- რა იყო ?! - ასე გაგრძელება - ა რ შეიძლება, ასე ბ ო ლ ო ადგილზე გავალთ ამ შესარჩევში (!) - მწვრთნელის დიდი შეცდომა იყო და არის დაცვაზე ,,თამაში,,(!)- ამ თამაშით ვერც მოიგებ და მაყურებელსაც მთლად დაკარგავ (!)- ასე თუ უყურე ...გერმანია, ჰოლანდია, ბელგია ...ჩეხეთიც კი - დაანგრევს ნაკრებს (!)
გლახუნა
23 მარტი 2019 21:27
3
ნუ წავაგედ არაუშავს.აცილებით ძლიერი გუნდია პირველი ტაიმი ტლოსწორად ვეთამაშეთ.კიტეიშვილს და ხარაიშვილსრატო არ ათამაშებს არ მესმის ეს ყაზაიშვილი სუსტია ძალიან ჩემი აზრით.არაუშავს ირლანდიასთან მგონია ნიჩიას გავაგორებთ
Buxrika
23 მარტი 2019 21:27
10
ასე უჯიგრო, უსისხლო, დაფრთხალი ...ფეხბურთის თამაში ვის გაუგია?! როდის იყო სიფრთხილით წარმატება რ ა ი მ ე შ ი მიდიოდეს ?;...ეს იყო - ,,არ მინდა თამაში,, ბურთის მიღება რომ ა რ ა ვ ი ს არ უნდოდა და ყველა იცილებდა (?!) - ითამაშეთ თავდადებით, ა რ შეეგუოთ მოწინააღმდეგეს რომ ბურთი აქვს, რა ნაკრებიც არ უნდა იყოს - ანუ არ უნდა აცალი თამაში და რომ- ც წააგო - პატივისცემა დიდი იქნება, მაგრამ ე ს- რა იყო ?! - ასე გაგრძელება - ა რ შეიძლება, ასე ბ ო ლ ო ადგილზე გავალთ ამ შესარჩევში (!) - მწვრთნელის დიდი შეცდომა იყო და არის დაცვაზე ,,თამაში,,(!)- ამ თამაშით ვერც მოიგებ და მაყურებელსაც მთლად დაკარგავ (!)- ასე თუ უყურე ...გერმანია, ჰოლანდია, ბელგია ...ჩეხეთიც კი - დაანგრევს ნაკრებს (!)
გლახუნა
23 მარტი 2019 21:26
0
ერთი რამეა გულდასაწყვეტი, ყველა არ თამაშობს მონდომებით და როცა ხედავს ვაისი რომ დასეირნობს ფეხბურთელი და სხჳები თავს იკლავენ რატომ არ აქცევს ყურადღებას? როვა ნახავენ ვინ რამდენი ირბინა ძნელი მისახვედრი არ იქნება ვინ ,,საჩკაობს''
David
23 მარტი 2019 21:26
0
არაა ვაისი ის ტრენერი ვინც ჩვენ გვჭირდება (ოღონდ ანდორასთან თამაშით ნუშევაფასებთ) !!!
levani
23 მარტი 2019 21:22
1
ანდორასთან უნდა შევაფასოთ ზუსტად - კაცმა ვერ მოუგო ანდორას გასვლაზე, თუ დაგავიწყდათ
გივი
23 მარტი 2019 23:00
0
კი მარა ოქრიაშვილი უთამაშებელი, რომ იყო ახლა გაიგო? თუ ასეა რას იძახებდა საერთოდ. ჩემი აზრით ფლანგზე ჩაკვეს ადგილზე კიტეიშვილი უნდა ყოფილიყო ჯანო კი შუაში აჯობებდა.
Kkk
23 მარტი 2019 21:16
0
ე. ი. შენი ტაქტიკა იყო ბურთის არ გაკონტროლება და უაზრო მოგერიებაზე თამაში.
მოქალაქე
23 მარტი 2019 21:13
0
თვითონ ამბობს ამ დონეზე 90 წუთი ვერ ვთამაშობთო და ვინც მაგის სწავლება იცის ის მწვრთნელი მოიყვანონ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 მარტი 2019 21:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული