ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - რა უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ნაკრების შესახებ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 26 მარტს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შვეიცარიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისის შეგირდები რეაბილიტაციას შეეცდებიან, ირლანდია კი ჩვენთვის ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია
აქამდე ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ჩატარებული მატჩების ბალანსი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურება - 8 მარცხი და ერთი ფრე, 17 გაშვებული და 5 გატანილი გოლი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
29.03.03. თბილისი. ლოკომოტივი
საქართველო-ირლანდია 1:2
0:1 დაფი (18), 1:1 კობიაშვილი (61), 1:2 დოჰერტი (85)
საქართველო:
ლომაია - ხიზანეიშვილი, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია (46. დემეტრაძე) - ქინქლაძე (71. დიდავა) - ა. იაშვილი.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
ირლანდია: გივენი, კარი, კანინგემი, ბრინი, ოში, ჰოლანდი, კინსელა, კარსლი, დაფი, კილბეინი, დოჰერტი.
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი - დოჰერტი


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
11.06.03. დუბლინი. ლენსდაუნ როუდი
ირლანდია-საქართველო 2:0
1:0 დოჰერტი (43), 2:0 რობი კინი (59)
ირლანდია: გივენი, კერი, ბრინი, კანინგემი, ოში, ჰელი (80. კინსელა), ჰოლანდი, კარსლი, კილბეინი, დოჰერტი (88. ლი), რობი კინი.
საქართველო: ლომაია - ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ამისულაშვილი - დიდავა (70. ალექსიძე), რეხვიაშვილი - ბურდული, ასათიანი, დემეტრაძე (59. ვ. დარასელია) - შ. არველაძე
მწვრთნელი: ივო შუშაკი
კაპიტანი: კახა კალაძე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
06.09.08. მაინცი. ბრუხვეგშტადიონი
საქართველო-ირლანდია 1:2
0:1 დოილი (13), 0:2 უელანი (70), 1:2 ყენია (90)
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი (83. ასათიანი), კალაძე, შაშიაშვილი -ოდიკაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი - ყენია, ალექსიძე (61. სირაძე) - ა. იაშვილი (77. მჭედლიძე).
მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: კახა კალაძე
ირლანდია: გივენი, ფინანი (80. მაკშეინი), დანი, ოში, კილბეინი, უელანი, რიდი, ჰანტი, მაკგიდი (87. კეოგი), დოილი (77. მილერი), რობი კინი.


მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
11.02.09. დუბლინი. კროკ პარკი
ირლანდია-საქართველო 2:1
0:1 ა. იაშვილი (1), 1:1 რობი კინი (73-პენ), 2:1 რობი კინი (78)
ირლანდია: გივენი, კელი, ოში, დანი, კილბეინი, ენდრიუსი, მაკგიდი, უელანი, დაფი (80. ჰანტი), დოილი, რობი კინი.
საქართველო: ლომაია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, კალაძე, კვირკველია - მენთეშაშვილი (70. ხმალაძე), რაზმაძე, კობიაშვილი - ბ. გოცირიძე (68. მერებაშვილი), სირაძე (77. ალექსიძე) - ა. იაშვილი.
მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: კახა კალაძე


ამხანაგური მატჩი
02.06.13. დუბლინი. ავივა
ირლანდია-საქართველო 4:0
1:0 რ. კეო (42), 2:0 კოქსი (48), 3:0 რობი კინი (77), 4:0 რობი კინი (88)
ირლანდია: ვესტვუდი, მაკშეინი, დელანი, რ. კეო, უილსონი (65. დანი), ჰულაჰანი (76. ქუინი), მაკარტი (72. სეიმონი), მაკლინი (65. მაკგიდი), კოქსი, ლონგი (72. ჰენდრიკი), ა. კეო (46. რობი კინი).
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე (46. თარგამაძე), ხუბუტია, ხიზანიშვილი, დ. კვირკველია (69. ფოფხაძე) - კაშია, დაუშვილი (54. ძარია) - კობახიძე (90. გორგიაშვილი), კანკავა, ანანიძე (22. მიგინეიშვილი) - გელაშვილი (61. მაისურაძე).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
გაძევება: ლორია


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
07.09.14. თბილისი. დინამო არენა
საქართველო-ირლანდია 1:2
0:1 მაკგიდი (24), 1:1 ოქრიაშვილი (38), 1:2 მაკგიდი (90)
საქართველო: ლორია (46. კვასხვაძე) - უ. ლობჟანიძე, ხუბუტია, ს. კვირკველია, დ. კვირკველია - კაშია, დაუშვილი - ოქრიაშვილი (88. მჭედლიძე), კანკავა, ანანიძე (63. თარგამაძე) - გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, ველანი, ქუინი (76. ბრეიდი), მაკარტი (90. მეილერი), მაკგიდი, უოლტერსი, რობი კინი (76. ლონგი).


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
07.09.15. დუბლინი. ავივა
ირლანდია-საქართველო 1:0
1:0 უოლტერსი (69)
ირლანდია: გივენი, კოულმენი, კლარკი, ოში, ველანი, ჰულაჰანი (75. მაკლინი), მაკარტი, ბრეიდი, ჰენდრიკი, უოლტერსი, რობი კინი (46. ლონგი).
საქართველო: რევიშვილი - უ. ლობჟანიძე, ზ. ხიზანიშვილი (81. ყენია), ს. კვირკველია, ა, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კაშია (76. ცინცაძე), კანკავა - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (64. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
კაპიტანი: ჯაბა კანკავა


მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
06.10.16. დუბლინი. ავივა
ირლანდია-საქართველო 1:0
1:0 კოულმენი (56)
ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, უორდი, კლარკი, დაფი, მაკარტი, მაკლინი, ბრეიდი (81. ველანი), ჰენდრიკი, ლონგი (90. ოში), უოლტერსი.
საქართველო: ლორია - კაკაბაძე, ს. კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი (89. კობახიძე) - დაუშვილი (90. კაჭარავა), გვილია - ოქრიაშვილი, ანანიძე (74. სხირტლაძე), ყაზაიშვილი - მჭედლიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
კაპიტანი: გურამ კაშია


ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩში ქულა აიღო, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 2017 წლის 2 სექტემბერს მოხდა.

"დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე შეინ დაფიმ გახსნა, წონასწორობა კი 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის პასით ვაკო ყაზაიშვილმა აღადგინა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
02.09.17. თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო-ირლანდია 1:1
0:1 დაფი, 1:1 ყაზაიშვილი
საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ს. კვირკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი, გვილია - ჯიღაური (75. ჭანტურია), ანანიძე, ყაზაიშვილი (90. ხოჭოლავა) - ქვილითაია (85. მერებაშვილი).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ირლანდია (4-2-3-1): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უორდი - არტერი (61. მაკგიდი), ველანი (79. მერფი) - უოლტერსი, ბრეიდი, მაკლინი - შ. ლონგი


მეტოქე
მეტოქის სიძლიერეზე გიბრალტართან მოგებული მატჩის მიხედვით მსჯელობა არ იქნება მართებული, ამიტომ ირლანდიის ნაკრებზე უფრო საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად, გასული წლის ნოემბერში დასრულებული ერთა ლიგის გათამაშებას დავუბრუნდეთ.

ერთა ლიგაზე ირლანდია B დივიზიონის მე-4 ჯგუფში, დანიისა და უელსის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. მარტინ ო'ნილის შეგირდები ორჯერ უელსთან დამარცხდნენ (შინ 0:1, სტუმრად 1:4) და ორჯერ უგოლო ფრე ითამაშეს დანიასთან. 2 ქულითა და 4 მატჩში გატანილი ერთი გოლით ირლანდიელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და ერთა ლიგის C დივიზიონში დაქვეითდნენ.

მწვრთნელი
ასეთი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მარტინ ო'ნილი ნაკრების სათავეში მიკ მაკარტიმ შეცვალა. 60 წლის სპეციალისტი ირლანდიის ნაკრებში მეორედ დაინიშნა - ის "მწვანეებს" 1996-2002 წლებშიც წვრთნიდა.
Sportall.Ge
ფეხბურთელის კარიერის მანძილზე მაკარტის "ბარნლიში", "მანჩესტერ სიტიში", "სელტიკსა" და "ლიონში" უთამაშია, კარიერა კი "მილუოლში" დაასრულა, სადაც შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს. "მილუოლში" წარმატებული მუშაობის შემდეგ მაკარტი სწორედ ირლანდიის ნაკრებში მიიწვიეს. მას შემდეგ მაკარტი "სანდერლენდში", "ვულვზსა" და "იფსვიჩში" მუშაობდა.

სავარაუდო შემადგენლობა
მიმდინარე შესარჩევის პირველ ტურში ირლანდიის ნაკრებმა სტუმრად ჯგუფის აუტსაიდერს, გიბრალტარის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით მოუგო. გამარჯვების გოლი შესვენების შემდეგ დევიდ მაკგოლდრიკის პასით "ბარნლის" 27 წლის ნახევარმცველმა ჯო ჰენდრიკმა გაიტანა.

გიბრალტარის წინააღმდეგ ირლანდიელთა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საკუთარი გუნდი 4-4-2-ით ათამაშა.

ირლანდიელთა ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: რენდოლფი (მიდლსბრო) - კოულმენი (ევერტონი), კეოგი (დერბი), დაფი (ბრაიტონი), სტივენსი (შეფილდი) - დოჰერტი (ვულვზი), ჰენდრიკი (ბარნლი), ჰურიჰეინი (ასტონ ვილა), მაკქლინი (სტოკ სიტი) - მაგუაირი (პრესტონ ნორთ ენდი), მაკგოლდრიკი (შეფილდი).

სავარაუდოდ, გიბრალტართან არცთუ შთამბეჭდავი მატჩის მიუხედავად, მიკ მაკარტი, რომლისთვისაც ეს ნაკრების სათავეში დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, საქართველოსთანაც იმავე შემადგენლობით ითამაშებს.

სატრანსფერო ღირებულება
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ირლანდიის ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 106.5 მილიონ ევროს შეადგენს, გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები კი მარჯვენა მცველი მეტ დოჰერტი (15 მლნ ევრო) და ცენტრალური მცველები - სიმუს კოულმენი (15 მლნ ევრო) და შეინ დაფი (12 მლნ ევრო) არიან.

რაც შეეხება შეტევის ხაზს, გიბრალტარის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოსულ თავდამსხმელებს - შონ მაგუაირს და დევიდ მაკგოლდრიკს Transfermarkt-ი 1 და 1.5 მილიონ ევროდ აფასებს.

ირლანდიელი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება:

მეკარეები
დარენ რანდოლფი (მიდლსბრო) - 4 500 000 ევრო
კირინ ვესტვუდი (შეფილდ უენ) - 750 000
მარკ ტრავერსი (ბორნმუთი) - ფასის გარეშე

მცველები
შეინ დაფი (ბრაიტონი) - 12 000 000
ჯონ ეგანი (შეფილდი) 4 000 000
რიჩარდ კეო (დერბი ქაუნთი) - 2 500 000
ენდა სტივენსი (შეფილდ უენ) - 2 000 000
სიმუს კოულმენი (ევერტონი) - 15 000 000
მეტ დოჰერტი (ვულვზი) - 15 000 000

ნახევარმცველები
გლენ ველანი (ასტონ ვილა) - 1 000 000
ჯეფ ჰენდრიკი (ბარნლი) - 10 000 000
ჰარი არტერი (კარდიფი) - 7 000 000
კონორ ურიჰენი (ასტონ ვილა) - 4 000 000
ჯოშ კულენი (ჩარლტონი) -1 000 000
რობი ბრეიდი (ბარნლი) - 8 000 000
ქალუმ ოდოვდა (ბრისტოლი) - 2 000 000
ალან ჯაჯი (იფსვიჩი) - 1 000 000

თავდამსხმელები
ალან ბრაუნი (პრესტონი) - 2 000 000
ჯეიმს მაკკლინი (სტოკი) - 5 000 000
რონან კერტისი (პორტსმუთი) - ფასის აგრეშე
შეინ ლონგი (საუთჰემპტონი) - 7 000 000
დევიდ მაკგოლდრიკი (შეფილდი) - 1 500 000
შონ მაგუაირი (პრესტონი) - 1 000 000
ჯეიმს კოლინზი (ლუთონი) - 250 000

საქართველოს ნაკრები
შვეიცარიასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ირლანდიასთან ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, გუნდში 2-3 ცვლილება არის მოსალოდნელი, ნაკრებს კი ირლანდიაში მუხლის ტკივილის გამო არც ჯანო ანანიძე გაჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დუბლინში, "ავივა სტედიუმზე" 26 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაკრებმა ძლივს რაღაცა თავისი სახე და სტილი მიიღო.თუ ახლა ისევ ანტიფეხბურთის თამაშს დააწყებინებს და დაცვაში ჩასვავს,გუნდი იმ სტილსაც დაკარგავს,ფსიქოლოგიურადაც გატყდება და მერე,ვეღარც ბელორუსს ვაჯობებთ.ალბათ სჯობს ჩვენი ,ძლივს ნაპოვნი სტილით ვითამაშოთ და რაც გამოვა,გამოვა.წინ მოძრაობის გარეშე ხომ მაინც წავაგებთ,რადგან დაცვა,უკან ჩადგომის შემთხვევაში,გოლს,აუცილებლად გაუშვებს.ჩვენ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ შეგვიძლია და ამისი, უდიდესი გამოცდილება გვაქვს.
სოსო
19:14 25-03-2019
0
ლორია
კაკაბაძე-კვირკველია-ხოჭოლავა-ხარაბაძე
კანკავა-გვილია
კიტეიშვილი-კვეკვესკირი-ყაზაიშვილი
ქვილითაია
შეცლვაზე: არველაძე-მერებაშვილი-პარუნაშვილი
დათო
19:01 25-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული