ირლანდიელთა მცველი: საქართველოს ნაკრები თამაშს აუმჯობესებს და რთული მატჩი გველის

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის პირველ ტურში გიბრალტარის გაჭირვებით დამარცხების (1:0) შემდეგ, ირლანდიის ნაკრები გააკრიტიკეს. ნამატჩევს კომენტარი "ევერტონისა" და ირლანდიის ნაკრების 30 წლის მცველმა შიმუს კოულმენმა გააკეთა.

"3 ქულა ავიღეთ და ბედნიერები ვართ. გიბრალტარმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და იმედია, სხვა გუნდებს აართმევს ქულებს. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვითამაშია.

თანამედროვე ფეხბურთი სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ადრე გიბრალტარს 7:0 და 4:0 მოვუგეთ. მძიმე ჯგუფში მოვხვდით. საქართველოს ნაკრები სახლშიც ძნელი დასამარცხებელია და სტუმრადაც, კარგი გუნდია და თანდათან აუმჯობესებს თამაშს. რთული მატჩი გველის.

მოუთმენლად ველი მათთან
შეხვედრას და გამარჯვების იმედი მაქვს. ნაკრებში 50 მატჩი ჩავატარე და გამიხარდება, თუ მწვრთნელი ისევ მომცემს თავის გამოჩენის საშუალებას", - ციტირებს კოულმენს "დეილი მეილი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენგან გოლის გამტანი არავინაა და მშვიდად იყავით.
Status quo
09:22 25-03-2019
0
თამაში რომ მოიგო, ან ფრედ დაამთავრო, ერთი ბურთი მაინც უნდა შეაგდო. ვინ გვყავს გოლის გამტანი? თუ ნახევარდაცვიდან ვინმე შორიდან გაიტანს...
მერაბი
13:18 25-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული