კრისტიან ერიკსენი საქართველოს ნაკრებზე: მათაც იგივე უნდა ვუქნათ, რაც გიბრალტარს

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველმა და დანიის ნაკრების ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა დანიურ dr.dk-სთან მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა და საქაართველოს ნაკრებს მოკლედ შეეხო.

"გიბრალტართან და საქართველოსთან შეხვედრები განსხვავებული იქნება. გიბრალტართან თამაში ხელოვნურ მოედანზე ნიშნავს ბრძოლას გუნდთან, რომელსაც სურს აჩვენოს, რომ იმაზე უკეთესი ნაკრებია, ვიდრე ამაზე შედეგები მეტყველებენ.

რაც შეეხება საქართველოს, გიბრალტარის მსგავსად, საქართველოც ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს", - ამბობს "ტოტენჰემის" 10-იანი, რომელიც სურვილის მიუხედავად, ვერცერთ ტოპ-კლუბში ვერ გადავიდა.

დანიის ნაკრები პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარში
გამართავს, ხოლო 8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიელებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრა გუნდებს შორის დანიელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეხ ძმაო ჩვენ არავის დამჩეხავები ვართ,ისევ შეგვარცხვენენ და ასე შმდ.
ზაალი
04 სექტემბერი 2019 15:12
1
ვაისის წასვლის დრო ახლოვდება... ახალი მწვრთნელი უცხოელი სპეციალისტი უნდა იყოს, ოღონდ არა სახელგანთქმული, არამედ ახალგაზრდა და ამბიციური. ამ ახალი მწვრთნელის საქმიანობაში და ფეხბურთელების შერჩევის პროცესში არავინ არ უნდა ჩაერიოს.
ლუკა
04 სექტემბერი 2019 00:35
6
საჭიროა კილერები, კერძოდ უნდა გამოიძახო სპეციალურად ნაკრებში ერთი დიდი ვერაფერი ფეხბურთელი რომელსაც ისედაც არა აქვს არაფერი დასაკარგი მაგრამ მაგარი ჩეხავიკი და მაგ ერთ თამაშში უნდა შეუშვა სპეციალურად რომ ისე მოჩეხოს მოკლას დაბრიდოს თუნდაც დაუმთავროს სამუდამოდ კარიერა. მითუმეტეს ისეთი არასაფეხბურთო ხოკეისტი ნაციის გუნდებთან როგორიც ეს დანიაა ეს აბსოლიტურად გამართლებულია. თუ თავმოყვარეობა გაქვთ გამოაქვეყნეთ თუარადა არ გეღირსებათ დიდ გამარჯვებებზე წერა
Killer.
03 სექტემბერი 2019 17:52
31
დაწერე სახელი და გვარი, მისამართი. აბა უმაგისოდ როგორ გამოგიძახებენ?
aburjga
04 სექტემბერი 2019 11:09
2
დანიასთან და კორეასთან გამარჯვებაზე უფრო დიდი გამარჯვება იქნება ვაისის ჩამოხსნა
ვასო
03 სექტემბერი 2019 15:39
6
ვაისი არა, კობიაშვილი. და კობიაშვილი არა, მაგის ჩამომთრევი.
Killer.
03 სექტემბერი 2019 19:44
7
რა ვი აბა მე ერთი ხარაიშვილი მირჩევნია ცხრა ვაისს და სხვა ეგეთებს ვინც ან ფულის ან სხვა რამის გამო არის ჩამოსული ...და როდესაც ეგეთ უსამართლობას აქვს ადგილი უკვე მერამდრნჯერ ესე იგი მას არავინ არ აძლევს რჩევას ან პირიქით აძლევენ რომ ეგ უსამართლო იგნორი გაგრძელდეს ...!!! რა ვი აბა მე არც მსმენია არც მინახავს არც წამიკითხავს რომ უსამართლობის ნიადაგზე რამე კარგი აღმოცენებულიყოს ...ასე რომ მარტო ვაისმა კი არა მგონი მის მესვეურებსაც ავახვევინოთ სჯობს სანამ დრო არის და ეგ ერდაერთი ისტორიული შანსი არ დავკარგოთ ...თორემ აბა როდის შავძლებთ კიდევ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებას ...მომავალ ერთა ლიგაზე მოგება კი არა თუ არ გამოვვარდით მაგარი შედეგი იქნება თუ კი დავქვეითდით ესე იგი 8 წლის შემდეგ გვექნება შანსი ოღონდ თუ კი მოვიგებთ ისევ ერთა ლიგის ბოლო ჯგეფში ...აქ და ბევრჯერ მსმენია შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელიო ...და როგოოოოოორ ნეტავ აბა ახსენით ვინმემ ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ წააგო ბელორუსთან რაშიც ეჭვი მაქვს უკვე ( უსამართლობას კარგი არ მოაქვს თქო) რას უშვებით როგორ მოთხოვთ პასუხს ნეტავ ...?! ჩაქოლააავთ თუ დაიჭერთ თუ რაა გადუხდით ფულს და გაუშვებთ სახლში და ეგ არის და ეგ მას რა წავა ჯიბე სავსე და სადღაც კიდევ ნახავს ჩვენისთანა გოიმებს ...ხოლო ჩვენ ეს ისედაც გაუბედურბული ხალხი კიდევ მივიღბთ ძალიან დიდ სტრესს და ფეხბურთი კიდევ მეტ სტაგნაციას ....ძაან დიდ პატივს ვცემდი ფეხბერთელ კობიაშვილს როგორც ჩინოვნიკთან ნეიტრალური ვიყავი ....მაგრამ ამ კიდევ ერთი უსამართლობის შემდეგ ვამბობ აი ზუსტად ეგ ხარაიშვილი მირჩევნია ვაისებსაც უკვე კობიაშვილებსაც იმიტომ რომ უსამართლოდ იქცევიან !!! იქნებ არ არის კობიაშვილის დონის ფეხბურთელი
მაგრამ როგორ გახდეს თუ კი მისი ინიციატივით თუ არა მისი წაყრუებით ხომ ჩაგრავენ ამ ბიჭს....!!!!! ისე რა ხდება ეს ვინც თუ ოდნავ კარგად ითამაშა ახალგაზრდობაში წაგვამწარეს სიბერეში ....იმის მაგივრად რომ რამე შემოეტანათ კარგი ფეხბურთში პირიქით დედა უტირეს ქართულ ფეხბურთს ალბათ იმიტომ რომ მათ ზე უკეთესები არ გაიზარდონ ...!!! ნახეთ აი ვინც მახსენდება ამ წუთისთვის არავის საწყენად ან სიმართლეზე როგოორ ..?! ძოძუაშვილი მასტერი იყო რუსეთში აქაც ალბათ მოლაპარაკებებში ...ჩივაძე და არველაძე ერთ-ერთი 16 წლის ბავშვზე რომ დაცინვით იტყვი აუ ამას რომ ელარჯი აჭამო უფრო მაგრად ირბენსო შეჭამენ ეს ბავშვი ზამენებზე ზის უკვე დინამოში ...წარმოიდგინეთ ეგეთი ცინიკოსებს როგორ ტკივათ ქართული ფეხბურთი უფრო მეტიც მაგრად ახატიათ რაა თავისი იშოვნეს და აგრძელებენ კიდევ ...ადრე არველაძეები ხრავდნენ ახლა მგონი კობი მუჯირი და იაშკა შეუდგნენ ვითომ არ მინდა დავიჯერო მაგრამ ეგეთი სუნი ადის ...კალაძემ საერთოდ დაიკიდა ეტყობა იცოდა რა ხალხთანაც ექნებოდა საქმე ....ცხადაძემ და ქეცბაიამ ცოტათი არაადეკვატური ხელფასებით და თავისი შვილით ნაკრებში ...ბევრი ვითომ აგენტები რომ არიან ... ბევრი ვითომ და მწვრთნელები რომ არიან და თან ბავშვების ნაცნობობით რომ კრებენ ნაკრებებში ...ბევრიც კი სადღაც ფედერაციებში არიან შემძვრალნი ...ერთადერთი ვინც კარგ ფეხბურთელებდან მახსენდება ასათიანი არის როგორც პატიოსნად ითამაშა ეგრე პატიოსნად აგრძელებს არ მიაყენოს ზიანი ფეხბურთს ...და ამდენ მღრნელებში თან საკუთარ ოჯახში ამდენ უსამართლობაში კიდევ როგორ სუნთქავს ეგ სპორტი რა ვი აბაა...ვითომ დაბლოკავთ ?!?!
უსამართლობააააა
03 სექტემბერი 2019 14:44
0
მართალი ხარ მეგობარო. ისე არავინ მიწყინოს და ზოგადად ფეხბურთელები დიდი ინტელექტით ვერ დაიკვეხნიან, ათიდან ცხრა მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს, მერე ის ხალხი ფედერაციის მართვაში მოდის და ამის ბრალიც ხომ არ არის ის რაც სჭირს ჩვენში ამ სპორტს?
ირაკლი
03 სექტემბერი 2019 15:59
2
ერიკსენი არის ჭუჭუა, ჭუჭუასთან წაგება არის სირცხვილი.
ddgfdf
03 სექტემბერი 2019 14:05
8
ეგ ის არის, ვინც შენ ეგ კომენტარი გამოგიქვეყნა.
odala
03 სექტემბერი 2019 21:39
5
"ამბობს "ტოტენჰემის" 10-იანი, რომელიც სურვილის მიუხედავად, ვერცერთ ტოპ-კლუბში ვერ გადავიდა" . რა კარგად იძიეთ შური. ყოჩაღ! ეგრე მაგას. დაბლოკეთ აბა თქვენ იცით :))
გადასარევი გიორგი
03 სექტემბერი 2019 13:28
1
მეც ეგ ფრაზა მომხვდა თვალში :))) ერიქსენის დონის იყოს ნეტა რომელიმე ჩვენ ნაკრებში და საერთოდ ნუ ითამაშებს ტოპ გუნდში
goga
03 სექტემბერი 2019 22:12
2
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თბილისში საქართველოსთან დანიაზე ძლიერ გუნდებს უჭირთ თამაში, მოდით გავავსოთ დინამო და ვანახოთ, რომ ასე ხელწამოსაკრავი ნაკრები არ გვყავს!
x.x
03 სექტემბერი 2019 13:26
3
კარგია, რომ გიბრალტარის დონედ აღგვიქვამენ, ეგებ, თავმოყვარეობამ მაინც გაიღვიძოს ბიჭებში... ნუ, ფედერაციას რაც არ აქვს, იმას ვერ გაუღვიძებ და მაგის ილუზია, ალბათ, აღარც არავის აქვს.,
მ.ტ.
03 სექტემბერი 2019 12:46
3
თუ ერიკსენის სიტყვები გამართლდება და დანია გაგვანადგურებს, მაშინ ვაისი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
ბელარუსთან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება. თუ ვაისი დარჩება ძალიან დიდ სირცხვილს ვერ ავცდებით. მისი ტაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ნუგო
03 სექტემბერი 2019 12:11
3
bazari ar aris, magram ise arian shemkvdarebi am vaisze rom ara mgona gaushvas federaciam. eg didi xns win unda gaeshvat
rut
03 სექტემბერი 2019 13:50
4

სიახლეები პოპულარული