"ჩვენთვის მოპოვებული ქულა არ არის საუკეთესო შედეგი, თუმცა არ არის ცუდი. საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენს კარებთან სახიფათო მომენტები არ ყოფილა.
ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ვერ შევცვალეთ მატჩის სცენარი.
რომ გეთქვათ საკვალიფიკაციოს წინ, საქართველოსთან ოთხ ქულას მოიპოვებო, დავთანხმდებოდი. ამიტომ არ ვთვლი დღევანდელ ფრეს ცუდ შედეგად.
შეიძლება სამი ქულის
რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, განსაკუთრებით ბურთის ფლობის ასპექტში. ჩვენ სტუმრად საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ".