ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ვაისი რომ გონებაშეზღუდულია ამას რა მტკიცება უნდა.
მაგრამ დრო ღარ არის, გინდა არ გინდა ბელარუსთან ამან უნდა გაიყვანოს.
ბელარუსი ძალიან სუსტია ამას გამოვაგდებთ და მერე არ ვიცი :)
კარგი ახალგაზრდებ გვყავს, თუ დააყენა ესენი მივიღებთ შედეგს, თუ ისევ ინვალიდებს გაომეკიდა მაშინ რა გითხრათ
lasha
17:46 16-10-2019
7
სანამ ფედერაციას მართავს გაუნათლებელი და არფრის მცოდნე ხალხს, მანამდე არც ეროვნულ ჩემპიონატს ეშველება რამე, არც ნაკრებში გვყოლება წესიერი მწვრთნელი და სულ ვიქნებით ასე მაჩანჩალები...ჩვენში რომ უვიცობა ფასდება მეტი მეორე არ მეგულება ევროპაში.
პაატა
17:44 16-10-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული