ზურიკო დავითაშვილი: ყველა თამაშში გოლების გატანას ვეცდები

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მცირე ინტერვიუ მისცა ადგილობრივ გამოცემა KazanFirst-ს და თავის მომავალ მიზნებზე ისაუბრა.

"ურალთან" მატჩისთვის უკვე ვემზადებით. განწყობა, რა თქმა უნდა, საბრძოლოა და გასამარჯვებლად ვემზადებით. კარგი მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა არაფერს დავაკლებთ და მოგებას ვეცდებით.

რაც ჩემს გოლებს შეეხება, არ ვიცი, ზუსტად რამდენ გოლს უნდა ელოდნენ გულშემატკივრები ჩემგან, თუმცა მე ყველა თამაშში გატანას ვეცდები. ყველაზე მთავარია, "რუბინი" იყოს ღირსეულ ადგილას და მასთან ერთად მეც. ბუნებრივია, ჩემთვის გოლების რიცხვი ჩავიფიქრე, თუმცა ამაზე საუბარი არ მინდა", - თქვა ზურიკომ.

18
წლის დავითაშვილმა უკვე გაიტანა თავისი პირველი გოლი რუსეთის პრემიერლიგაში. ეს მე-9 ტურის შეხვედრაში გააკეთა, "ტამბოვის" წინააღმდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული