კარგი იქნებოდა, ნაკრების თავკაცს უფრო მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოეძახა და გამოეცადა რეალურად ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მარტში აუცილებლად გვყოლოდნენ ან საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ განაცხადი ისეთია, მინიმუმ 5 ფეხბურთელი ზედმეტია.
საკითხი #1
მეკარეებზე მოკლედ ვიტყვით. თითქმის ყველა განაცხადის გამოქვეყნებისას ერთი და იგივე ხდება. უბრალოდ უნდა ვისურვოთ, რომ მარტში ლორია-მაკარიძის წყვილიდან ერთი-ერთი აუცილებლად იყოს სათამაშო ფორმაში.
საკითხი #2
სლოვაკის გათვლით, ცენტრალურ მცველებს პრობლემების
მარცხენა ფლანგზე უკვე ვწერდით. კარგი იქნებოდა, ამირან სანაიას შესაძლებლობები გვენახა, მარჯვენა ფლანგზე - ნიკოლოზ მალი/გიორგი მჭედლიშვილიდან ერთ-ერთი. გასაგებია, რომ მალი შეიძლება ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იყოს, მაგრამ თუ სამარტოდ საჭიროება დადგება, ადაპტაციის გავლა უფროსებთან საჭიროა.
საკითხი #3
ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია და მურთაზ დაუშვილი. ამ სიაში ორი ფეხბურთელი ზედმეტია. რეალურად, სხვა პოზიციებზე, სადაც უფრო მეტი რაოდენობით გვჭირდება არჩევანი, ამხელა კონკურენცია არ არის.
კონკურენციაც ცოტა გადამეტებული ნათქვამია, ამ ფეხბურთელთაგან ოთხი ფორმაში არაა.
საკითხი #4
შერჩევის კომპონენტი - ეჭვი მაქვს, ვაისი არათუ სხვა პოტენციური კანტიდატების შეხვედრებს არ უყურებს, არამედ იმ 25 ფეხბურთელისაც, რომლებიც გამოიძახა. ზოგიერთი ფეხბურთელის გაფართოებულ სიაში მოხვედრა, ეს უფრო კითხვებისგან თავის არიდებას ჰგავს.
რეალურად, ნაკრებში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ვაისი იცნობს, მაგრამ იმას არ უყურებს, თუ როგორ ფორმაში არიან ისინი. შემადგენლობის გარკვეული ნაწილი ისეა შერჩეული, რომ ეს ფეხბურთელები მხოლოდ განაცხადში დარჩებიან. დიდი ალბათობით, სლოვაკი მათ მინდორზეც არ შემოიყვანს.
გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ნათლად ჩანს მატჩებში.
საკითხი #5
კარგია თავდასხმაში, რომ ვაისი კონკურენციას ზრდის. ამ შეკრებაზე გუნდს დაემატება ბაჩანა არაბული. კარგი იქნებოდა, ვაისი თუ საყრდენ ზონაში ორ ფეხბურთელს მოაკლებდა და დარჩენილ ორ პოზიციაზეც თავდამსხმელებს გამოიძახებდა: ბუდუ ზივზივაძე - ნიკა კაჭარავა.
ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს ბოლო პერიოდი, ჩვენი დონის ან უფრო ძლიერ გუნდებთან კარში ვერ ვურტყამთ, შესაბამისად, გოლიც ვერ გაგვაქვს. დარჩენილი ორი შეხვედრა კი საშუალებას მისცემდა, თუნდაც ვარჯიშებზე მაქსიმალურად გამოერჩია ორი თავდამსხმელი, რომელიც სხვებზე უკეთესია.
ეს ვაისსა და სხვასაც ეხება.
პელე, სანტოსი, ბურუჩაგა?
გალაქტიონი აჯობებდა გუნდის ტრენერად!!!
როგორ არა ვთქვა,
ზღარბი ჰგონიათ, თურმე ბურთი
და თავს რად თვლიან
ფეხბურთელებად?
დროშები ჩქარა!
რომ გადაფაროს
მინდორში ყანა!