შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

AutoSharing Option
15 ნოემბერს, ევროპირველობის შესარჩევ მატჩში შვეიცარია საქართველოს ნაკრებს სენტ-გალენში უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი უდიდესია და "კიბუნ-პარკის" 19 694-იან სტადიონზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან D ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზე არიან, ირლანდიას და დანიას კი 12-12 ქულა აქვთ. "ჯვაროსნებთან" ფეხის დაცდენის შემთხვევაში,  ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ძალიან გაუჭირდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

შეგახსენებთ, თბილისში შვეიცარიელებმა ჩვენს გუნდს 2:0 მოუგეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დანიასა და ირლანდიას ქულები დააკარგვინა და ეს, რა თქმა უნდა, შვეიცარიელებს აფრთხობს. ისიც გასათვალისწინებელია,
რომ "ჯვაროსნებისთვის" ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
რავა გოუკვირდენ 19 ათასი კაცი ამგენთან 55 ათასი რო დაესწროს გადეირევიენ ალბათ ეჰ რა დრო იყო 19 ათასიი კაცი გარეთ რჩებოდა დინამოს ტამაშზე ასაი ათასი რო შიგნით იჟდა.
sosia
11:03 08-11-2019
1
წნეხის გარეშე როდის ვთამაშობთ ჩვენ? :დ აი თამაშის დროს უკვე ეტყობათ რო საკუთარ თავს ებრძვიან პირველ რიგში პასის მიცემა/მიღების დროს და ა.შ.
აბგდ
20:03 07-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული