დიდი ალბათობით, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელორუსი იქნება, რომელიც 16 ნოემბერს ევროშესარჩევი ციკლის მორიგ ტურში, მიონხენგლადბახში გერმანიას შეხვდება, 19-ში კი ამხანაგურ მატჩს პოდგორიცაში მონტენეგროსთან გამართავს. ამ შეხვედრების წინ ბელორუსთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი მიხაილ მარხელი pressball-ს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:
"გვინდა გერმანიასთან ღირსეულად წარმოვჩნდეთ. შედეგიც მნიშვნელოვანია. ტოპ-მეტოქეს ვხვდებით და მოგება მასაც სჭირდება.
სათამაშო დისციპლინაა აუცილებელი. მთელი 90 წუთი თავდაცვა ძალიან ძნელია. მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა გვმართებს. ამას ვეცდებით. პირველ მატჩში გერმანელებთან მომენტებში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. მათ ტაქტიკური სქემა შეცვალეს. ბევრი რამ გვაქვს
გამოსასწორებელი.
მეტოქეს ზედმეტი "პატივისცემით მოვეპყარით". ძნელია ამისგან გათავისუფლება. ასეთი მენტალიტეტი გვაქვს. რთულია, სანამ კედელზე არ მოგვაყენებენ, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეგვიძლია. გასაგებია, ბევრ ჩვენს ფეხბურთელს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება არა აქვს.
მონტენეგრო კარგი გუნდია და იმათ გამოვცდი, რომლებიც გერმანიასთან არ ითამაშებენ. ეს ორი მატჩი მარტის შეხვედრებისთვის კანდიდატების საქმეში ნახვაში დაგვეხმარება, რაც სტრატეგიული ამოცანაა.
როგორ მოვემზადებით ერთა ლიგისთვის? გეგმა გვაქვს. რადგან მარტამდე სანაკრები ფანჯარა არ არის, თებერვალში შეკრების ჩატარებას და 2 ამხანაგური მატჩის გამართვას ვაპირებთ. ახლა ამაზე ვმუშაობთ - სად, ვისთან, როდის. კლუბების თანადგომის იმედი გვაქვს. საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად ეს შეკრება ძალიან გვჭირდება. თუმცა ჯერ არავითარი კონკრეტიკა არ არის. შესაძლოა, თურქეთში... თებერვალში სახლში ნამდვილად არ ვითამაშებთ".
რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის
უელსმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეს, ბელორუსს მოუგო [VIDEO]
ბელარუსის ნარების მწვრთნელი: საქართველოსთვის ვემზადებით, ამოცანა ევრო 2020-ზე გასვლაა
ერთა ლიგაზე ჯვაროსნების მეტოქემ ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს მიზერული ხელფასი დაუნიშნეს