10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება შვეიცარიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო მატჩში სტუმრად შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს.

გიორგი ლორია 7.5 - საქართველოს ნაკრების მეკარემ კარგი შეხვედრა ჩაატარა, მარტო ის რად ღირს რომ  9-ჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. ის, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად დალაგდა და მოახდინა მეტი კონცენტრაცია, ეს ლორიას მიერ მშრალად შენახულმა კარებმა განაპირობა. უშუალოდ გოლის მომენტში, გიორგი ლორიას ბრალეულობა არ არის. კიდევ ერთი მინუსი რაც გიორგი ლორიას ჰქონდა, ეს ბურთის განაწილება იყო, ხშირად მისი შორეული პასი
იკარგებოდა.

ოთარ კაკაბაძე 5.5 - კაკაბაძე შვეიცარიაში თამაშობს და გაცილებით მეტად მოტივირებული უნდა ყოფილიყო, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ორთაბრძოლებს ხშირად აგებდა, ამავდროულად შეტევაში მისი ეფექტურობა მინიმალური იყო და დრიბლინგის რამდენიმე მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. გოლის მომენტში მას პოზიცია დაკარგული ჰქონდა, ალბათ სწორედ ის იყო, რომელსაც სედრიკ იტენი პირველ რიგში უნდა დაეზღვია, ნაცვლად ამისა ის ცენტრალურ დაცვაში კაშიას წინ იდგა.

გურამ კაშია 5.5 - ხშირად მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაგუნდელებს კარნახობს და ორმხრივად არის მატჩში ჩართული. გოლის მომენტში ისიც გამორთული იყო, ფაქტიურად დაცვის ხაზი ჩაიშალა. გურამს ჰქონდა კარგი მომენტებიც ამ შეხვედრაში და ცუდიც, სტატისტიკას თუ გადავხედავთ 10 ორთაბრძოლიდან 8 მოიგო, პასების 95% ზუსტი ჰქონდა. თუმცა ამავდროულად რამდენჯერმე პოზიცია დაკარგა, ხშირად მოქმედებაზე გვიან გადადიოდა.

გია გრიგალავა 6.0 - გრიგალავამ დანისთან და ირლანდიასთან ისეთი შეხვედრები ჩაატარა, რომ საფუძვლიანად დაიმსახურა იყოს ცენტრალურ დაცვაში, მაგრამ შვეიცარისთან მატჩში ეს "ტიტანი" კაცი, რომელთანაც ორთაბრძოლებს ფეხბურთელები ერიდებიან, მეტოქის ფეხბურთელებთან ურთიერთჭიდილში სტაბილური არ იყო. მიუხედავად ამისა, რიგ მომენტებშიც საკმაოდ ეფექტური გახლდათ და რამდენჯერმე განმუხტა მეტოქის სახიფათო შეტევა.  მარტში ბელარუსთან მატჩში დღევანდელი გადმოსახედიდან ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელსაც სრულყოფილი სათამაშო პრაქტიკა აქვს და მთავარი კანდიდატია ძირითად შემადგენლობაში თამაშისა.

დავით ხოჭოლავა 5.5 - ტრავმა ახალმორჩენილი ცენტრალური მცველი ვლადიმირ ვაისმა მარცხენა მცველად განამწესა და რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ის, რომ ხოჭოლავამ ფლანგზე ვერ ითამაშა ეს ყველაზე ნაკლებად არის მისი ბრალი, სულ სხვადასხვა დატვირთვა აქვს ცენტრალურსა და მარცხენა მცველს. შვეიცარიელთა მხრიდან შეტევების სრული უმრავლესობა მარცხენა ფლანგიდან იწყებოდა და ხოჭოლავა ხშირად ვერ ახერხებდა შეტევების განმუხტვას, რა თქმა უნდა გასაკვირიც არ იყო რომ შეტევებშიც ვერ ერთვებოდა.

ჯაბა კანკავა 6.0 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყოველთვის იდეალური არ არის, მაგრამ ის საბრძოლო მუხტი და ენერგია, რაც მისგან მოდის გადამდებია. ის არავისთან ერიდება ორთაბრძოლას, ხშირად ძალიან დიდ რისკზეც მიდის. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც წითელი ბარათის მიღებამდე ცოტა დააკლდა. ფეხბურთელთა უმრავლესობა, რომლებიც ყვითელ ბარათს მატჩის დასაწყისში იღებენ, შემდეგ წითელი ბარათის შიშით მეტოქესთან ორთაბრძოლებში ნაკლებად შედიან, მაგრამ ჯაბას შემთხვევაში სრულად პირიქით იყო. ამავდროულად იან სომერიც ერთხელ საკმაოდ კარგად შეაწუხა. მიუხედავად ამისა, არც შეცდომები აკლდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევით ფაზაში.

ოთარ კიტეიშვილი 6.5 ძალიან ბევრ შავ საქმეს აკეთებდა, მარტო ის რად ღირს პირველი ტაიმის 39-ე წუთზე, მეტოქის 100%-იანი გოლი რომ მოიგერია. ტექსტის ქვემოთ თანდართულია, მისი მოედანზე გადაადგილების რუკა და ნათლად სჩანს, რომ ის თითქმის ყველგან იყო, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, რადგან იცოდა რომ ეს ნაწილი შეიძლება ჩვენი აქილევსის ქუსლი გამხდარიყო. შეტევასაც კარგად ეხმარებოდა, ორჯერ უშუალოდ საკუთარ თავზე აიღო კარებში დარტყმა, თუმცა ნაკლებად წარმატებული იყო.

Sportall.Ge

ლევან შენგელია 5.5 - გვახსოვს ირლანდიასთან თბილისური მატჩი, კარგად ვთამაშობდით, მაგრამ კარებში ვერ დავარტყით. თამაშის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ვაისის უშუალო დავალება იყო შენგელიასთვის, რაც შეიძლება მეტჯერ დაერტყა კარებში და თანაგუნდელებიც დავალებულები იყვნენ, შენგელია დაეტვირთათ. ლევანმა ვაისის დავალება შეასრულა კარებისკენ ურტყამდა, ოთხჯერ დაარტყა მათგან ერთი ზუსტად, მაგრამ ის რისი მოლოდინიც გვქონდა არ გამართლდა. საქართველოს ჩემპიონატში შენგელიას კარგი, გამოზომილი, ძლიერი დარტყმა ჰქოდნა. ლევანის მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი იყო, არადა მას ჰქონდა შანსები...

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ვაკო ამ შეხვედრაში შეტევაში ბურთის ამოტანით ხშირად იყო დაკავებული და ცდილობდა გამთამაშებლის როლი მოერგო, ეს ალბათ მწვრთნელი დავალება იყო,  თუმცა პირველ ნახევარში ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მეორე ტაიმში მოიხსნა ეს შეზღუდვა და დაიწყო უფრო აქტიურად მეტოქის დაცვის შეწუხება. მეორე ნახევარში  თითქმის ყველა შეტევა ვაკოზე გადიოდა და ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ჰქონდა რამდენიმე კარგი დრიბლინგი, ერთხელ საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა, თუმცა ვერ გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილი 6.0- წინა შეკრებაზე ის 19-წლამდელთა ნაკრებს ეხმარებოდა, შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ კი U21-ს უნდა შეურთდეს, რადგან სლოვაკეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ზურიკო არ იყო იდეალური, მეტსაც ვიტყვით ძალიან ბევრს სცოდავდა, მაგრამ მონდომებას ვერ დაუკარგავ, ის ძალიან ბევრს ცდილობდა სახიფათო შეტევების შესაქმნელად. თუმცა შვეიცარიელთა ძალიან გამოცდილ დაცვასთან ბევრს ვერაფერს ახერხებდა, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მისი ვიზავი სტეფან ლიხშტაინერი იყო. ამავდროულად ზურიკო ძალიან ბევრს დარბოდა, ხშირად ჩამოდიოდა დაცვაშიც და ეხმარებოდა ხოჭოლავას სივრცეების შეზღუდვაში.

გიორგი ქვილითაია 5.5- პირველ ტაიმში ცოტა მეტი გამართლება და გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე გოლი იქნებოდა, თუმცა კარის ძელმა თავისი საქმე გააკეთა. მას შემდეგ გიორგის კარის მიმართულებით აღარ დაურტყამს. ის კვლავ კარგი იყო ბურთის მიღებაში, ხშირად მასზე მაღალ ფეხბურთელებთან საჰაერო ორთაბრძოლებში ბურთს იგებდა, თუმცა ამ ყველაფერს გაგრძელება აღარ ჰქონდა. ძალიან ეტყობა გიორგის უთამაშებლობა, ფაქტობრივად, ყველაზე მეტ პრაქტიკას სანაკრებო შეკრებებზე იღებს.

შეცვლები
გიორგი პაპუნაშვილიც, ვაკო გვილიაც და ელგუჯა ლობჯანიძეც მოედანზე ცოტა დრო გაატარეს და მათი შეფასებაც შეუძლებელია.

ვლადიმირ ვაისი 7.0 - თუ გიბრალტართან შეხვედრას არ ჩავთვლით, ჩვენი ნაკრები თამაშიდან თამაშამდე რაღაცა კომპონენტს აუმჯობესებს. ამჯერად სლოვაკის მითითებით, ნაკრების ფეხბურთელები თითქმის ყველა დასარტყმელი პოზიციიდან ურტყამდნენ.

ყოველ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნელ-ნელა ვისწავლეთ ისეთ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში, როგორც შვეიცარიაა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდის თამაში ქაოსური იყო, განსაკუთრებით ჩვენი - ვერაფრით ვერ მოვახერხეთ თამაშის დალაგება. გამოიკვეთა ჯანო ანანიძის ნაკლებობა, რადგან ხშირად ის ალაგებს ჩვენს თამაშს, მაგრამ მისი მუდმივი ტრავმა და სათამაშო პრაქტიკის არ ჰქონა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მარტში მის იმედზე ვიყოთ. საერთოდ ამ ფუნქციას ჯანოს არ ყოფნაში ნიკა კვეკვესკირი ითავსებს, რომელმაც ახლახანს მოირჩინა ტრავმა. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ან ჯაბა კანკავა - ოთარ კიტეიშვილის წყვილი უნდა დაშალო, ან შეტევაში მოაკლო ვინმე და ნიკა კვეკვესკირი დაამატო..

მეორე ტაიმში ვაისმა სწორი მითითებების ხარჯზე მოახერხა, ის რომ გოლამდე გარკვეული უპირატესობა მოგვეპოვებინა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ვაისმა უფრო კარგად გადააწყო მატჩი ვიდრე მისმა კონკურენტმა. ამავდროულად სლოვაკის ყველაზე ნაკლები ბრალია გოლი, რადგან ჩვენი მცველები მოქმედებდნენ უთავბოლოდ. აი გოლის შემდეგ კი სლოვაკმა გუნდი ვეღარ გადააწყო.

უფრო ადრე შეიძლებოდა გიორგი პაპუნაშვილის შემოყვანა, გიორგი ხარაიშვილისთვის შანსის მიცემა. იგივე შემთხვევაში, როცა ქვილითაია ფიზიკურდ ვერაფერს აკეთებდა, შეიძლებოდა ცოტა მეტი დრო დასთმობოდა ერთ-ერთ ფორვარდს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ელგუჯა ლობჯანიძე იქნებოდა თუ ბაჩანა არაბული.

altზურიკო დავითაშვილი: საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა

altგურამ კაშია: თუ მარტშიც ასე ვითამაშებთ, შედეგი აუცილებლად იქნება

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

altკოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზურიკოს ანანიძისგან განსხვავებით დრიბლინგიც ააქვს,ხოლო აზროვნებით არა ნაკლებია.გამოცდილებასაც რომ მიიღებს თუ ქართული სინდრომი არ დაემართა აუცილებლად კარგი ფეხბურთელი დადგება.რუსეთში პატივისცემით სარგებლობს,თან ჯერ 18 წლისაა.
თემო
13:44 17-11-2019
4
ზუკაზე რომ იტყვი სცოდავდაო მაშინ აზრზე არ ყოფილხარ ფეხბურთის,18-ბიჭი საუკეთესო არის და ამ თამაშზეც გამორჩეული იყო,,სხვას არ ვეხები არავის მაგრამ უკეთესი ვინ იყო?
გია
12:09 17-11-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული