ორი რამ, რაც მარტამდე შეიძლება შეიცვალოს - სტადიონის ტევადობის გაზრდა და ფან-კულტურის დახვეწა

AutoSharing Option
ბრაზილიურმა "ფლამენგომ" კოპა ლიბერტადორესის თასი მოიგო და თამაშზე მეტად სასიამოვნო საყურებელი ბრაზილიაში გულშემატკივრების დახვედრა იყო. ქომაგობაში შეიძლება სამხრეთამერიკელებს ვერ შევედაროთ, მაგრამ თუ ჩვენი ნაკრები მარტში პატარა სასწაულს შემოგვთავაზებს, არანაკლებად ვიზეიმებთ წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებზე.

არის რაღაცები, რაც შეიძლება დარჩენილ ოთხ თვეში დაიხვეწოს და შეიცვალოს. ჩვენ ფედერაციას ვუგზავნით ორ მესიჯს, რაც სასურველია, გამოსწორდეს.

Sportall.Ge

1. დინამო არენაზე თავისუფალი სივრცეების გამოყენება

კარგია, რომ ბოლო პერიოდში აღარ მიდის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე საუბარი, რადგან გულშემატკივართა ინტერესი მაღალია, მარტში ბელარუსთან დაპირისპირება კი ისტორიული მნიშვნელობისაა. ეჭვი არავის
ეპარება, რომ "დინამო არენა" გაივსება და ყველა მსურველი მატჩზე დასწრებას ვერ მოახერხებს.

შეიძლება თბილისური სტადიონის დროებითი კონსტრუქციებით რამდენიმე ათასი გულშემატკივრით გაზრდა და ამას საერთოდ არ სჭირდება რაიმე სახის მშენებლობა, არც ბევრი თავის ტკივილი.

როგორც სურათში ხედავთ, მინდვრის მიღმა კარს უკან საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც დროებითი კონსტრუქციების მოწყობის საშუალებაა და შესაძლებელია საკმარისი დახრის მიცემაც იარუსების გასაკეთებლად.

Sportall.Ge

ეს არ არის უცხო მსოფლიო ფეხბურთისთვის. ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეკატერინბურგში საერთოდ სასწაული გააკეთეს, სტადიონზე 10 000-მდე ადგილი კონსტრუქციით დაამატეს.

თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შედარებით უფრო პატარა კონსტრუქციაზე არის საუბარი. საქართველოშიც ხშირად შევხვედრივართ კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე მსგავს დასაჯდომ დროებით ნაგებობებს. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ბოლო პერიოდში ყოველთვის აკეთებენ თავისუფლების მოედანზე დელეგაციებისთვის მსგავს ტრიბუნას. აქ სულაც არ არის აუცილებელი პომპეზურობა. შესაძლებელია უფრო დაბალბიუჯეტიანი სკამებისა და უფრო მარტივი ვიზუალით გაკეთება.

ფინანსური თვალსაზრისითაც ამის გაკეთება არ დაჯდება დიდი თანხა და რა თქმა უნდა, ბილეთების ფული ამ ხარჯს თავისუფლად გადაფარავს. ასე რომ, ეს რენტაბელურია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

2. ფან-კულტურის დახვეწა

საქართველოს ნაკრების თამაშებზე ყველა საგულშემატკივროდ მიდის. ალბათ, ერთეულია, ვინც სტადიონზე შემთხვევით მოხვდა. ჩვენ ვავსებთ სტადიონს, მაგრამ ეროვნულ გუნდს სათანადოდ ვერ ვუჭერთ მხარს.

ამაში გარკვეული როლი ნაკრების ფან-კლუბსაც მიუძღვის, რამეთუ სათანადოდ ვერ იყოლიებს გულშემატკივარს. სასურველია, გაცილებით მეტი იმუშაონ გულშემატკივრებთან და სტადიონის რამდენიმე ნაწილში განათავსონ მცირე ჯგუფები, რომლებიც სინქრონში აჰყვებიან ერთმანეთს და აიყოლიებენ ხალხსაც.

უნდა შემუშავდეს სქემა, სადაც 50 000 ადამიანი ერთობლივად ნაკრების გულშემატკივრობაში ჩაერთვება, ისე, რომ ეს ერთ ტონალობაში იყოს და საკმაოდ ეფექტური. შესაძლებელია გამამხნევებელი და ლაკონური სლოგანების მოფიქრება, რასაც სტადიონი ერთხმად შესძახებს ფეხბურთელებს.

ასევე შესაძლებელია მსგავსი კლიპის ახალი ვერსიის გაკეთება. ეს გარკვეულ მუხტს შესძენს დამსწრე საზოგადოებას. სასურველია, მისამღერი ისეთი იყოს, რომლითაც თამაშის დროს ფეხბურთელების გამხნევებას შეძლებენ.


ამავდროულად, კარგი იქნება ფან-შოპის მეტად დახვეწა და რეკლამირება. მაგალითად, ბოლო საშინაო მატჩში ირლანდიასთან, მხოლოდ ერთი ფერი დომინირებდა და ეს იყო მწვანე. ერთეული ადამიანი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრების ატრიბუტიკა ჰქონდა ან ეცვა. ბევრმა ფედერაციის ონლაინმაღაზიის შესახებაც არ იცის - https://fanshop.ge/

კარგი იქნება, ონლაინმაღაზიას თუ სხვა ატრიბუტიკაც დაემატება: ქუდები, შარფები და ა.შ. ამავდროულად, აუცილებელია, შედარებით იაფფასიანი პროდუქცია ბაზარზე მოხვდეს ან დიდ სუპერმარკეტებში, ვინაიდან ეს მკვეთრად გაზრდის გაყიდვებს.

პირველ რიგში, აუცილებელია, მთელი სტადიონი ჰიმნს მღეროდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კალათბურთის ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საკმაოდ კარგი რამ მოიფიქრა. დაარიგეს საქართველოს დროშები, რომელთა უკანაც ინსტრუქციები იყო, თუ რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ მომენტში გულშემატკივარს. დატანილი იყო საქართველოს ჰიმნიც.

მსგავსი დროშების ყველა სკამზე დადება შეიძლება, რაც სტადიონს სხვა ელფერს შესძენს. ამავდროულად, გულშემატკივრებისთვის გარკვეული ინსტრუქციები იქნება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რათა ნაკრებს სათანადოდ უქომაგონ.

დაბოლოს, თუ მატჩის დაწყებისას სავსე სტადიონი გსურთ, დააანონსეთ პატარა გახსნითი შოუ თამაშამდე. ეს მოგცემთ საშუალებას იმისას, რომ სტადიონი პირველივე წუთზე სავსე იყოს.


Sportall.Ge

altრა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ვნერვიულობდით - ვხვდებით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

მკითხველის კომენტარები / 22 /
u dzalian magresi statiaa,me eseti dalagebuli azrovneba karga xania qartul jurnalistikashi ar momismenia,pederaciav vici ro tkventabac dzalian bevri chkviani kadri mushapbs magram gaitvaliscinet am adamianis rcheva da dagvijeret chvens nakrebs dzalian caadgeba,tu es kvelaperi gavaketet rac am statiashia zedmicevnit mashin im mjera rom bednier dges martla martla 12 kacit itamashebs saqartvelo
avtors
13:43 30-11-2019
0
ძალიან კარგი იდეაა, სტადიონი იქნება გადაჭედილი, ვისაც უყვარს ნაკრები და ფეხბურთი აუცილებლად მოვა ფეხბურთის საყურებლად (და არა სემიჩკის საჭმელად), სჯობს სტადიონზე ადრე მოსვლა, თორემ პიველ ტაიმს ვერც უყურებს კაცი ნორმალურად სულ სიარულია იქეთ აქეთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და მოვდივარ სტადიონზე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული