კოსოვოელი რაშიცა: იმედია მარტის 2 თამაშს მოვიგებთ და ევრო 2020-ზე გავალთ

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" კოსოვოელმა შემტევმა მილოტ რაშიცამ გერმანულ weser-kurier.de-ს ინტერვიუ მისცა და ერთა ლიგის პლეი-ოფის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"2020 წლის მარტში ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს ევრო 2020-ზე გასასვლელად. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვითამაშებთ, გამარჯვების შემთხვევაში ბელარუსს ან საქართველოს შევხვდებით.

ჩვენ კარგი ნაკრები გვყავს, ფეხბურთის თამაში შეგვიძლია და ეს რამდენჯერმე დავამტკიცეთ. თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ეს ბრწყინვალე იქნება. ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ, იმედია ამ შეხვედრებს მოვიგებთ.

ფეხბურთელებს წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა. ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავს, რომლებიც კარგ კლუბებში
თამაშბენ. აქ საქმე მხოლოდ მე არ მეხება. ერთად მიზნის მიღწევა შეგვიძლია."

altკოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
შენი ოცნების რაში გაფრინდება ცაში...რაში-ცა)))
ბათუმის ფანი
19:06 06-12-2019
4
ეს სეპარატისტები იმედია მაკედონიასთან წააგებენ ჩვენ მათ მოვუგებთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული