მოდიან ავტობუსებით, თვითმფრინავებით - ბელარუსთა ქომაგი მარტისთვის ირაზმება

AutoSharing Option
21 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართ ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ ბელარუსულმა ტურ-ოპერატორებმა მოქმედება დაიწყეს და ძალიან ბევრმა კომპანიამ ბელარუსი გულშემატკივრებისთვის ტურები შექმნა.

ტურები, ძირითადად, ორი სახისაა და გულშემატკივრებს საკუთარი ნაკრების საქომაგოდ, როგორც თვითმფრინავით, ასევე ავტობუსით წამოსვლა შეუძლიათ.

ავტობუსით მოგზაურებს რუსეთის გავლით ხანგრძლივი - სამდღიანი გზა ელით, თუმცა სრული პაკეტი, თავისი სასტუმროებითურთ, სულ რაღაც 185 ევრო უჯდებათ.

ხოლო მათთვის, ვისაც ფრენა სურს, არც მეტი, არც ნაკლები, ბელარუსის
ფეხბურთის ფედერაციის ტურისტული სააგენტო, დაახლოებით, 500 ევროს ფარგლებში სთავაზობს თბილისში მოგზაურობას.

თუ გავითვალისწინებთ ფასებსა და ბელარუსის ეკონომიკურ მდგომარეობას, თბილისში მოწინააღმდეგე ნაკრების ძალიან ბევრი ქომაგი შეიძლება ვიხილოთ.

26 მარტს თბილისში დიდი ამბები გველის...

Sportall.Ge







მკითხველის კომენტარები / 20 /
gacilebit cudat rogor cxovroben qartvelebi iq samushaod midian da belarusebi aq dasatvaliereblad chamodian realobas tvali gausworet xalxo ra
Alibeg
15:15 22-01-2020
3
Kairaს , დიდი ხანია ბიზნესის მხრივ ყველა ჯობია ქართველებს. რასაც ვიტყვი ბევრს ეწყინება მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის რომ დღეს მცირე ბიზნესში % ჩამოსულები უფრო მეტი არიან . ეგ კი არა ბაკურიანში, თბილისში დაღესტნელი, უზბეკი და აზერბაიჯანელი პოვპოვრები ყავთ .
ქართველები კი ვალად იღებენ 8/10 ათას დოლარს და არალეგალად გარბიან ისრაელ/კანადა/ამერიკაში ნაცვლად იმისა რომ ამ ფულის ადგილზე დაბანდება და ეკონომიკის რეაბილიტაცია/რეანიმაცია მოხდეს !
მიხაელ
20:31 22-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული