ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებს შორის მსგავსება არის, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: pressball.by

სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხაილ მარხელთან ინტერვიუ ჩაწერა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:

საუბარი ისტორიით დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ბატონი მარხელი 80-იან წლებში მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს თბილისს ყოველ წელს სტუმრობდა...
- საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო გვხვდებოდა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, რომ თბილისში სეზონის დასაწყისში ჩავდიოდით. ჩვენთვის ეს სასიამოვნო მომენტი და სეზონის პოზიტიური დასაწყისი იყო. საქართველოში რამდენჯერაც უნდა ჩავსულიყავით, ყოველთვის თბილად გვხვდებოდნენ.

ხშირად დასმულა კითხვა - რა საერთოა მაშინდელ თბილისის "დინამოსა" და
დღევანდელ საქართველოს ნაკრებს შორის. რა თქმა უნდა, მარხელს ძველი "დინამოს" მატჩებიც ახსოვს, თანამედროვე ნაკრებიც ჰყავს შესწავლილი და საკუთარი მოსაზრებაც აქვს...

- სიმართლე ითქვას, ძველ "დინამოსა" და საქართველოს დღევანდელ ნაკრებს შორის მსგავსება არის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დინამოს" აღმავლობის პერიოდში გაცილებით მეტი გამორჩეული ფიგურა ჰყავდა. ბრწყინავდნენ ყიფიანი, დარასელია... ქართველთა დღევანდელი ნაკრები კი უფრო გუნდურად მოქმედებს, არიან მაღალი ინდივიდუალური კლასის შემსრულებლები. მათ დისციპლინაც გამოარჩევთ. ასე რომ, მეტად სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშებით.

საინტერესოა, ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი საქართველოში თუ ხედავს ფეხბურთელს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით დიდ ყურადღებას დაუთმობს...
- საქართველოს ნაკრებში ყველა მოთამაშეს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თითოეულ ფეხბურთელს სათანადოდ შევისწავლით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა არ გამოცხადებულა. ჩვენც ველით და ვემზადებით მოვლენების ნებისმიერი კუთხით განვითარებისთვის.

ინტერვიუს სრული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ lelo.ge-ზე


მკითხველის კომენტარები / 13 /
ბელარუსი აგრესიულ -სწრაფ თამაშსს შემოგვთავაზებს...ამ დროს ჩვენი ფეხბურთელები იბნევიან ხოლმე და კარგავენ ინდივიადუალიზმს,მით შეცდომებს უშვებენ და ასე რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით. საჭიროა თავად ვითამაშოთ აგრესიული- სწრაფი ფეხბურთი, ბიჭებმა ვ ე რ უნდა იგუონ ბურთი მოწინააღმდეგესთან და ეს მთელი თამაშის მანძილზე და მოვიგებთ.
გლახუნა
17:12 03-03-2020
1
კაი ფეხბურთელები ჰყავდათ - ალეინიკოვი იუვენტუსშიც კი თამაDობდა...
მაგრამ საერთო ჯამში - "ბეი-ბეგის" თამაშობენ და ფიზიკურად ყოველთვის ძლიერები იყვნენ...
თორე,ჩვენი დინამოოო - კაი რაა... სადაც ვნახავდით - იქ ვხევდით ყოველთვის
ბუტა
10:57 03-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული