მსოფლიო ჩემპიონატი, კალენდარი, მეტოქეების დონე - რა უნდა ვიცოდეთ მომავალი ერთა ლიგის შესახებ

AutoSharing Option
ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ჯგუფი ცნობილია - ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი. თუ რა დონის მეტოქეები გვყავს გუნდში, როგორი კალენდარი გვექნება და რის საშუალებას მოგვცემს ჯგუფში გამარჯვება, ამას სტატიაში იხილავთ.

სომხეთი - მეზობელი სახელმწიფოს ჯგუფში მოხვედრა განსაკუთრებული მოტივაციაა. ეს ურთიერთკონკურენციითაა განპირობებული. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსურად საკმაოდ იაფია სომხეთში გადაადგილება და ბევრი გულშემატკივარი შეძლებს ერევანში ნაკრების მხარდაჭერას.

  • ფიფას რეიტინგი - 102-ე ადგილი.
  • ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 34.65 მილიონი ევრო
  • გამორჩეული ფეხბურთელი - ჰენრიხ მხითარიანი ("რომა")
  • მთავარი მწვრთნელი - ამ
    დროისთვის ახლის ძიებაში არიან.
  • საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 ოქტომბერი. სომხეთი-საქართველო, 13 ნოემბერი. საქართველო-სომხეთი.

ჩრდილოეთი მაკედონია - დიდი შანსია იმისა, რომ მეტოქეს მარტის თვეშიც შევხვდეთ, რადგან მაკედონიელები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობენ. ამისთვის კი საქართველომ ბელარუსი უნდა დაამარცხოს და ჩრდილოეთ მაკედონიამ - კოსოვო.

  • ფიფას რეიტინგი - 68-ე ადგილი.
  • ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 57 მილიონი ევრო.
  • გამორჩეული ფეხბურთელი - ელიფ ელმასი ("ნაპოლი")
  • მთავარი მწვრთნელი - იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთი მაკედონია)
  • საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 სექტემბერი. საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია, 11 ოქტომბერი. ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო.

ესტონეთი - მეტოქესთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს, სულ 6-ჯერ დავუპირისპირდით. მათგან შინ 3-ჯერ დავამარცხეთ, გასვლაზე კი 2-ჯერ დავმარცხდით და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ.

  • ფიფას რეიტინგი - 104-ე ადგილი.
  • ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 9.5 მილიონი ევრო.
  • გამორჩეული ფეხბურთელი - რაგნარ კლავანი ("კალიარი")
  • მთავარი მწვრთნელი - კარელ ვოოლაიდი (ესტონეთი)
  • საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 5 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო, 16 ნოემბერი. საქართველო-ესტონეთი.

მსოფლიო ჩემპიონატი

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 13 გუნდი ითამაშებს. მათგან 10 ნაკრები შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ მოხვდება (10 ჯგუფის პირველადგილოსნები), კიდევ 3 გუნდი პლეი-ოფიდან გავა მუნდიალზე.

ეს სამი საგზური კი ასე განაწილდება: 10 ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებებს დაემატება 2 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგიდან და "პლეი-ოფის" სისტემით ამ 12 გუნდიდან 3 საუკეთესო მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

ერთა ლიგაზე შეირჩევა ორი ის საუკეთესო გუნდი, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე საკუთარ ქვეჯგუფში ვერც 1-ელ და ვერც მე-2 ადგილებს ვერ დაიკავებს.

P.S. უეფას ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვს განმარტებული თუ რა პრინციპით შეირჩევა ორი გუნდი. ოფიციალურად ნათქვამია, რომ ეს იქნება ჯგუფების გამარჯვებული ორი საუკეთესო გუნდი. იმ შემთხვევაში თუ A და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულ მინიმუმ 7 ნაკრებს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან მონაწილეობს პლეი ოფში, ამ შემთხვევაში C დივიზიონის საუკეთესო გუნდს შეიძლება მიეცეს შანსი პლეი ოფში თამაშისა. თუმცა ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.



მკითხველის კომენტარები / 7 /
რა უაზრო სისტემა.რას ნიშნავს ორი გუნდი როცა 4გუნდი გეყოლება გამარჯვებული.ესეიგი რა გამოდის ა და ბ ჯგუფების მონაწილეები თუ ვერ გავიდნენ შესარჩევში 1-2 ადგილზე ერთა ლიგიდან გაუშვებენ დიდი ალბათობით და ც და დ დივიზიონის გუნდებს ეტყვიან ბოდიშით მაგრამ იტალიას ხომ ვერ დავტოვებთ.მაგარი უაზრობაა
თემური
16:33 04-03-2020
9
რა დაწერონ რაც არ იციან. უეფას საიტზეც ასე გაურკვევლად წერია, ორი საუკეთესოო. საუკეთესო საიდან A ლიგიდან და მერე მიყოლებით ქვედა ლიგებისკენ? მე მგონია მხოლოდ A ლიგას ეხება ეს და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის კვოტა ბევრად ნაკლებია ვიდრე ევროპირველობაზე, თვითონ A ლიგაშიც საკმაო რაოდენობის გუნდები ჩარჩებიან ძირითად შესარჩევ ჯგუფებში ვისაც ეს დამატებითი შანსი დასჭირდებათ. ასე რომ პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში მაქსიმუმ B დივიზიონში ავინაცვლოთ.
ირაკლი
15:28 04-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული