26 მარტს, თბილისის დარად, სკოპიეში დიდ მატჩს ელოდებიან და ჩრ. მაკედონია-კოსოვოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 მარტს დაიწყეს, რომელიც ტოშე პროევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მაკედონიელთა მთავარი საფეხბურთო არენა 36 400 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, ერთ დღეში 5000-ზე მეტი ბილეთი გაყიდეს.
ბილეთის ღირებულება 300-დან 400 დინარამდე მერყეობს, რაც ჩვენს კურსზე 15 ლარიდან 20 ლარამდეა.
მაკედონიელებმა გულშემატკივართა ინტერესის დაცვისთვის და გადამყიდველებთან საბრძოლველად, წესები მაქსიმალურად გაამკაცრეს და ბილეთებს მხოლოდ პირადობის მოწმობის დადასტურებით ყიდიან, ანუ არავის არ ძალუძს სხვა პიროვნების ბილეთით სტადიონზე
შესვლა, რადგან პირადობებს თამაშის წინ პოლიცია შეამოწმებს.
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?