"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლევან კობიაშვილის უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც იცით, სფფ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "Twitter-ში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და გულშემატკივრისთვის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის.

ცნობილაძე წერს, რომ კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სფფ-მ უნდა აიღოს.

"მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, კრიტიკულ სიტუაციებში. ლევან კობიაშვილის მიმართვა უეფასადმი წყლის ნაყვაა. გასაგებია, რომ უმაყურებლოდ ჩატარებას გვირჩევნია თამაშის გადადება, მაგრამ უეფა არ იძლევა რეკომენდაციებს!!!
მით უმეტეს, არ "დააქანსელებს" (გააუქმებს - რედ. შენიშვნა) თამაშებს!!! სახელმწიფო სტრუქტურებს იმიტომ ვუხდით ფულს, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არ უნდა ჰქონდეთ ისეთი რიტორიკა, როგორიც ჰქონდათ, მაგალითად, დოლარის გაუფასურებაზე, როდესაც ყველაფერი საგარეო შოკებს ბრალდებოდა. სახელმწიფოს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ საგარეო შოკებსაც გაუმკლავდეს და საშინაოსაც!!! სფფ კი ჩვენს რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურაა!!!" - წერს ცნობილაძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
დარტყმააა,, ყვააა ყვააა ყვააა, ასეთი ჩხავილი რომ აღარ მესმის, რა ბედნიერებაა, რაც შეეხება კობიაშვილს და ფედერაციის მუშაობას, მე ჯერ ამაზე უკეთ საქმის მკეთებელი ფეხბურთის ფედერაცია არ მინახავს, დამისახელეთ კონტრარგუმენტი, ძალიან მაღიზიანებს ეს მთავრობა, მაგრამ ამ საქმეში წინამორბედებს ნაღდად სჯობია, ვისწავლოთ ბოლოსდაოლოს კარგზე კარგის დარქმევა და ცუდზე ცუდის. ამათ დაწყებულ საქმეს უკვე მოაქვს შედეგები, დაუნახავი ისედაც ვერაფერს ამჩნევს.
n
11 მარტი 2020 17:35
34
მწირ კომენტატორულ უნარებთან ერთად ძალიან დაბალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებაც გქონია სანდრიკ.
H
11 მარტი 2020 17:30
30
20 მარტისთვის სრული სურათი გვექნება მართლაც ამ ვირუსზე უკვე შიდა გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი თითქმის არ გვაქ საზღვრები უმაღლეს დონეზე კონტროლდება ასე რომ არ ღირს გადამეტებული არც პანიკა და არც ზარ ზეიმი მე მაინც მგონია რომ მაგ დროისთვის ვირუსი ვერ იქნება ისე ძლიერი რადგან დროულად გათვალეს რისკები.
კაპიტანი
11 მარტი 2020 17:29
6
სანდრიკ სანდრიკ რა დრო იყო შენ რომ ფედერაციაში მუშაობდი :))))
სილქსპორტი
11 მარტი 2020 17:14
7
ჩემი აზრით დაახლოებით 1 კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი ზუსტი სურათის დანახვა. ფაქტია, საზღვრები ჩაიკეტა, ვერავინ ვერ შეძლებს შემოსვლას კარანტინის გარეშე. ის პიროვნება, ვისი გამოისობითაც ჩვენთნ მოხდა გავრცელება, მისი წრესთან ერთად იდენტიფიცირებულია. ეხლა ყველამ იცის პოტენციურად ვინ დგას რისკის ქვეშ და თვითიზოლაციას ეწევიან. თუ აწი ვინმეს გამოაჩნდება ისევ ამ პიროვნებებთან კონტაქტის გამო. მაქსიმუმ 1 კვირაში ესეც ცნობილი იქნება. თამაში 26 მარტსაა, ამ დრომდე ყველა ვარიანტში იჩენს თავს თუ კიდევ აღმოაჩნდება ვინმეს ამ წრიდან. ამიტომ არის შანსი იმისა, რომ სტადიონზე მხოლოდ ჯანმრთელი ხალხი მოხვდეს. რათქმაუნდა ფედერაციის გადასაწყვეტია, რა დოზით შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას. ისე ჩვენთან ისეთ დონეზე მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ საფრთხის ზონად ნამდვილად არ ვითვლებით ამ ეტაპზე.
ანესთეზეოლოგი
11 მარტი 2020 16:54
3
მწვრთნელს და პროქტოლოგს - თუ ასეთი ნელ-თბილი განცხადებები აკეთეს და არც მწვადის დაწვა მოინდომეს და არც შამფურის მაშინ კი, გეთანხმებით. შიდა გადაცემები არ გვაქვს და პრევენცია მაღალ დონეზეა. არც იმფიცირებულები გვყავს ისეთი რაოდენობის, რომ უსაფრთხო ზონის სტატუსი შეგვეცვალოს. თვითინ ქვეყანამ უნდა გასცეს სახელწიფო დონეზე გარანტია, რომ საქართველოში შესაძლებელია მაყურებლების დაშვება სტადიონზე. ამ ეტაპზე ასეა და ასეც გაგრძელდება სავარაუდოდ. 50 ან 100 ადამიანსაც რომ სჭირდეს ვირუსი, ესეც არ იქნება იმის საფუძველი, რომ მაღალი რისკის დონედ შეფასდეს ასეთი ღონისძიებების ჩატარება.
ანესთეზეოლოგი
11 მარტი 2020 17:52
4
ერთ კვირაში ასეთი იქნება ზუსტი სურათი: "უეფა წაკუზავს სფფ-ს"!
მწვრთნელი
11 მარტი 2020 17:19
18
ყველა გამოხმაურება
ყველაფერში სახელმწიფოს გარევა და ლანძღვა ჩვენი უღირსი საზოგადოების ერთ ერთი მახასიათებელია
გიორგი
11 მარტი 2020 16:51
20
ხალხს სახელმწიფო რაღაც განყენებული გონია და მისი ლანძღვაც პრესტიჟულად ითვლება. არადა ყოველი ჩვენგანი ვართ სახელმწიფო.

ავად ვართ. ძალიან მძიმედ თანაც.
ვოვა
11 მარტი 2020 17:13
6
გაბრაზებულია სანდრიკა პირველი არხიდან რომ გააბუნძულეს ზანგეები და ქართველები ერთმანეთისგან რომ ვერ გაასხვავა და გესლის სროლა დაიწყო!
დუ
11 მარტი 2020 16:51
15
კუმაც ფეხი გამოყოო ამაზეა ნათქვამი.
emigranti
11 მარტი 2020 16:29
15
100% სიმართლეა!
koka
11 მარტი 2020 16:19
27
ყველას პანიკააქ ჩართული.ასე რომ უმაყურებლოდ გადაწყდება. არააქ ჩვენ ქვეყანას დიდი ... :)))
beqa
11 მარტი 2020 16:18
9
დუდნდულები? ეს იგულისხემეთ? დიან არცერთი მათგანი არ აქვს
ანატომი
11 მარტი 2020 16:50
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული