26 მარტამდე მცირე დრო რჩება, მალე სანაკრებო განაცხადიც ცნობილი გახდება. თუმცა კორონავირუსის გამო ჯერ კიდევ უცნობია, გაიმართება თუ არა საერთოდ ეს მატჩი.
ჩვენ კი თქვენთან ერთად ვაგრძელებთ გამოკითხვას, თუ რომელ პოზიციაზე რომელი ფეხბურთელის დაყენება ჯობია.
შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.
საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგზე წლების განმავლობაში გიორგი ნავალოვსკი თამაშობდა, თუმცა ბოლო პერიოდი მკვეთრად მოიკლო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა. ბოლო პერიოდში კი ამ პოზიციაზე ყველაზე კარგად ჯიმი ტაბიძემ ითამაშა, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია.
თქვენ რას
ფიქრობთ, ვინ უნდა დაიკავოს მარცხენა ფლანგი?
გიორგი ნავალოვსკი
- ასაკი - 33 წლის
- სიმაღლე - 1.72 მ
- სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"
- ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 200 000 ევრო
- სანაკრებო სტატისტიკა - 47-ჯერ იყო განაცხადში, 37-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 1-ხელ შევიდა შეცვლაზე. აქვს გაკეთებული 1 საგოლე გადაცემა
- ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 09.10.16 - უელსი-საქართველო 1:1
- ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19 - დანია-საქართველო 5:1
- საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ანჟი", ბაქოს "ინტერი", "ვოლგა", "ხიმკი", "მეტალ-კუზბაში", "ტოსნო", "სკა-ენერგია", "დილა", "სკა-ხაბაროვსკი", "ვერია", "ნეფთჩი", მინსკის "დინამო", ბათუმის "დინამო".
- კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 296 მატჩი, 6 გოლი და 22 საგოლე გადაცემა
- მიმდინარე სეზონი - 2 მატჩი
ჯიმი ტაბიძე
- ასაკი - 23 წლის
- სიმაღლე - 1.87 მ
- სათამაშო ადგილი - "უფა" (რუსეთი, პრემიერლიგა, მე-8 ადგილი)
- ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 2.5 მილიონი ევრო
- სანაკრებო სტატისტიკა მარცხენა მცველის პოზიციაზე - 5 მატჩი (2-ჯერ შეცვლაზე)
- ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციაზე - 08.09.19 - საქართველო-დანია 0:0
- ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციაზე - 23.03.19 - საქართველო-შვეიცარია 0:2
- საკლუბო კარიერა - "საბურთალო" "გენტი 2", "ურალი", "უფა"
- კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე - 3 მატჩი, 2 საგოლე გადაცემა
გამოუვალ მდგომარეობაში არსებობს ალტერნატიული ვარიანტებიც:
- ლევან ხარაბაძე - ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. შვეიცარიაში კორონავირუსის გამო ჩემპიონატი არ მიმდინარეობს და თითქმის გამორიცხულია მარტში ლევანის ნაკრებში ხილვა.
- დავით ხოჭოლავა - ქართველ ფეხბურთელს საკლუბო დონეზე არ უთამაშია მარცხენა ფლანგზე, თუმცა ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა ამ პოზიციაზე ორჯერ გამოსცადა. ორივეჯერ ეს ექსპერიმენტი არცთუ ისე ნაყოფიერი გამოდგა.
- გია გრიგალავა - გია წლების წინ თამაშობდა ამ პოზიციაზე, ბოლო წლები ის ძირითადად ცენტრალური მცველია. ამ პოზიციაზე სათამაშოდ - ამ ეტაპზე მისი მთავარი მინუსი ფიზიკური კონდიციებია.
- ლაშა შერგელაშვილი - ვლადიმირ ვაისმა მას რამდენჯერმე უხმო ნაკრებში, თუმცა ლაშას მკვეთრი რეგრესი აქვს. ის ამჟამად საბერძნეთის მეორელიგელ "გიანინაში" თამაშობს.
- ამირან სანაია - თამაშობს საფრანგეთის მეორე ლიგის "როდეზში". საქართველოს ნაკრებში ბოლოს 2009 წელს ითამაშა. კლუბში ბოლო პერიოდი სათადარიგო ფეხბურთელი იყო, სულ რაღაც ორი მატჩია დაიბრუნა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.
[მკითხველთა ფორუმი] კონკურენცია ცენტრალურ დაცვაში - რომელი წყვილი ჯობია?
[ტესტი] "მართალია თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებს რუსეთი არასდროს დაუმარცხებია?"
[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?