ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს, ქართული ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა. Sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს ბატონ ალექსანდრეს და მის ოჯახს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ჩივაძე არაერთი ქართველი ფეხბურთელის ინსპირაციაა.

ალექსანდრე იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ის არის: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ორგზის საბჭოთა კავშირის თასის (1976,1979) და თასების მფლობელთა თასების გამარჯვებული (1981) და ასევე, სხვა უამრავი პირადი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია. 1980 წელს ჩივაძე გახდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ალექსანდრე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი
საუკეთესო სპორტსმენია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩივაძის ნაირი ცენტრალური მცველი და კაპიტანი არ ყოლია საბჭოთა კავშირს, საშა, რომ ბურთს წამოიღებდა საჯარიმოდან ერთ რამედ ღირდა. ასეთი ადამიანი სულ მუდამ ჩართული უნდა იყოს ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში, აბა ნახეთ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში როგორ არის. წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ საშა ჩივაძეს.
0
მსოფლიო დონის ცენტრალური მცველი,ნამდვილი კაპიტანი!რა
კანავარო, ვინ ნესტა,ახლოსაც ვერ მივიდონენ ჩივაძესთან!
Jordan Beli
20:40 08-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული