გაირკვა - საქართველოს ნაკრები ბელარუსს 8 ოქტომბერს უმაპინძლებს

AutoSharing Option
უეფას აღმასკომმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების თარიღები დაადგინა.

საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ბელარუსთან 8 ოქტომბერს თბილისში ჩაატარებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

ჯერ უცნობია, მატჩები მაყურებლებთან ერთად ჩატარდება თუ მათ გარეშე.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში გადავიდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან. ტურნირი სექტემბერში აიღებს სტარტს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
8 ოქტომბერს ერთა ლიგაზე სომხეთს ვხვდებოდით. რედაქცია ის კალენდარიც შეიცვალა? გადაამაწომეთ.
ჰაჰა
18 ივნისი 2020 13:48
0
ცოტა ახლოახლო მაინც გეთქვათ
ბონდო
17 ივნისი 2020 23:58
2
რა შეკითხვაა ეხლა ეს??
Vasili
17 ივნისი 2020 20:33
3
დაუშვებელია უმაყურებლოდ თამაში. ხალხი მაიმც შეიკრიბება.ათასობით ადამიანი გავა საგულშემატკივროდ სტადიონის გარშემო და კორონასთვის რა მნიშვნელობა აქვს სტადიონზე იქნება ხალხი თუ მის გარეთ.პსჟ - დორტმუნდი თუ გახსოვთ ათასობით ადამიანი იყო სტადიონის გარშემო შეკრებილი.მე პირადად თუ არ შემიშვეს ტელეფონში ვუყურებ და სტადიონთან როგორც შევძლებ ისე ახლოს დავდგრბი და გავამხნევებ. მისია სახელად ევროპის ჩემპიონატი გრძელდება და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ამ მისიის შესასრულებლად.ან ეხლა ან არასოდეს
საქართველო
17 ივნისი 2020 20:23
2
მჯერა ფედერაცია ყველა ღონეს იხმარს რათა ეს თამაში უმაყურებლოდ არ ჩატარდეს, ხალხს მაინც ვერ დააკავებთ სახლში. ბილეთიანი ხალხი მუშტაიდში შეიკრიბება და მიიღებთ მეორე დინამოს. ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ და ერთად დგომით მჯერა შემოდგომა უხვ მოსავლიანი იქნება.
დაე აღსრულდეს ნება ქართველი ერისა, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე. მიყვარხარ საქართველო!
ირაკლი
17 ივნისი 2020 20:23
2
რა კორონა, ნუ გადააამეტეთ !!! ფეხბურთი გვინდა!!! პირადად მე მირჩევნია გავრისკო და წავიდე , ვიდრე უმაყურებლოდ იყოს ეგ თამაში, / გაიკეთე ცხრა პირბადე, ხელთათმანები და ეგ არი! / პროცენტულად ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაშია სადაც მე ვარ და ძააან მშვენივრად გრძნობს ხალხი თავს, არც გვიგვრძვნია სიმართლე რო გითხრათ, მხოლოდ იყო პანიკა, არც ხალხს აღელვებს არაფერი, სამაახურებშია დისტანცია , გახსნით კიდე ყველაფერი გაიხსნა აფსოლიტურად, მარტო კაფე-ბარები არ გახსნილა და იქით კვირას ეგეც იხსნება../ ასე რომ ნუ იბოლებით, აცადეთ ხალხს ცხოვრება!!! თუ ვინმეს თავის-თავის იმედი არ აქ და შერყეული აქ ჯანმრთელობა დარჩეს სახში, ყველა მაინც ვერ დავეტევით!!!
Vasili
17 ივნისი 2020 19:13
5
და ჩვენთან რა გგონია რა ხდება სხვა ?
ლაშა
18 ივნისი 2020 08:31
0
სად ხარ?
lego
17 ივნისი 2020 19:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული