ბელარუსების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებთან უპირატესობა გვაქვს

AutoSharing Option
8 ოქტომბერს ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა თავისი გუნდის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

"ვცდილობთ ყველა კლუბს მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. შანსი ყველას გააჩნია. ნაკრების უკანასკნელი თამაშიდან საკმაო დრო გავიდა.

პირველი ორი შეხვედრა (4 სექტემბერს ალბანეთთან და 7 სექტემბერს ყაზახეთთან) საქართველოსთან მოსამზადებლად გვაქვს. იქ ერთი მცირე უპირატესობა იმ თვალსაზრისით გაგვაჩნია, რომ ჩვენთან ჩემპიონატი არ შეჩერებულა და ყველა ძირითად კანდიდატს ბელარუსის ჩემპიონატიდან განვიხილავთ.

მარტის თვე მატჩის ჩასატარებლად ყველაზე ხელსაყრელი დრო არ არის, მაგრამ რაც არის,
ეს არის. მოვემზადებით. ვფიქრობ, აზრი არა აქვს იმის განხილვას, თუ რა მოხდებოდა", - განაცხადა მარხელმა ტელეარხ "ბელარუს 1"-ის გადაცემა "არენაში".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო ფიზიკით ვერ მოიგებთ ცოტა ფეხბურთიც უნდა შეგეძლოთ
შოკირებული გულშემატკივარი
10:46 23-07-2020
0
აი ჩაკვე და კვარა რომ დაგიხვევენ ერთ ადგილზე მერე ვნახავ თქვენს უპირატესობას)
ბათუმის ფანი
08:52 23-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული