ვლადიმირ ვაისს რუსული პრემიერლიგის ვარიანტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
matchtv-ის ინფორმაციით, ტულის "არსენალი" მოსკოვის "დინამოსთან" წაგების შემთხვევაში გუნდის მთავარ მწვრთნელ სერგეი პოდპალნის გაათავისუფლებს, ხოლო მის ადგილზე მთავარ კანდიდატად საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი განიხილება.

პოდპალნი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ტულელებმა 1-ელ ივლისს დანიშნეს, რაც გუნდიდან იგორ ჩერვიჩენკო წავიდა, ხოლო 30 ივლისს მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით "არსენალმა" 8 მატჩი გამართა, 2 მოიგო, 4 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.

ვლადიმირ ვაისს კი უკვე მერამდენედ უკავშირებენ სხვადასხვა კლუბს. აღსანიშნავია, რომ ვაისი რუსეთში აქამდეც მუშაობდა - 2006-07 წლებში "სატურნს" ედგა სათავეში.

მოგეხსენებათ,
ტულელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა გამოდის. "დინამოსთან" "არსენალი" შეხვედრას ხვალ, 22 აგვისტოს, საკუთად მოედანზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს საერთოდ გასაშვებია!! თავი მიაქ გინდა მოურინიო იყოს, და რა თქვა? - ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელებიო!
აჰა ვნახეთ შენ სად გიწვევენ და რა დონის ხარ!
რა უნდა ასწავლო შენ ჩვენ ახალ ტალანტებს?? წადი!!! მოშორდი რა !!!
9
რა გადაგვეკიდეს ამ ღორებმა ტერიტორია ოკუპირებული,ფეხბურთელები,კალათბურთელი ეხლა მწვრთნელი მოუნდათ მაინცდამაინც ვაისი :)))ჩამოდიან უკმაყოფილოები რაგაც რაგაცეები თურმე არმოსწონთ. წავიდნენ გაგვეშვან!!! ურჯულოები კორუმპირებული ერი კრიმინალების ბუდე.მკვლელების სახელმწიფო...
giorgi
16:51 21-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული