"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
საქართველოს დასაკარგი ფეხბურთელები არ ჰყავს და ვინც საქართველოშია დაბადებული გაზდილი კარგი ფეხბურთელი წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა ქართველი სომეხი იქნება ქართველი აზერბაიჯანელი ქართველი ებრაელი თუ თათარი ან ქურთი ის ქართველია ჩემთვის და საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყოო მრავალეთნიკური სახელმწიფოო მე ვისაც ვიცნობ ასეთი წარმომავლობის ადამიანებს ყველა თავს ქართველად მიიჩნევს მაგრამ ის ლაპარაკი რო ქართველმა ქალებმა უნდა გააჩინონ ინდოელები და შავკანიანები ნაკრები ამით უნდა შევავსოთ ვისაც უნდა გააჩინოს რა პრობლემაა მარა ამას რა კავშირი აქვს ნაკრების შემადგენლობასთან ახლა დღეს ან რა აფსურდია საერთოდ ეს დამოკიდებულება ?? და ამ აბსურდს ვინ იგონებს?? თუ საფრანგეთის ნაკრებიდან გამომდინარე წერთ ამას თავისი ახსნა აქვს საფრანგეთს ძირითადად აქვს საფეხბურთო სკოლები აფრიკის ქვეყნებში და ნიჭიერი ფეხბურთელები ჩამოყავთ საფრანგეთში და ფრანგულ კლუბებში ზდიან და ისინი მერე მოქალაქები ხდებიან და ამასთან ნაკრების წევრები დიდ წილად იმიტომაც აქვთ ამ შავკანიანი ფეხბურთელების 90% ორმაგი მოქალაქეობაა. თუ საქართველოშიც გაიზდება ისეთი ნიჭიერი როგორიცა მბაპეს პოგბას მაკელელე და ა.შ რატომ არ უნდა მიიწვიო მითომეტეს იყო ერთხელ 21 წლიანებში ნაკრების წევრი შავკანიანი ფეხბურთელი მაგრამ მხოლოდ ფერის და წარმომავლობის გამო არ უნდა მოვიყვანოთ არავინ ის უნდა იყოს ნაკრების დონის.
გიორგი
25 აგვისტო 2020 18:49
4
ოპტიმალური შემადგენლობაა.ერთადერთი ლობჯანიძეს ან ზივზივაძეს დავამეტებდი კიდევ ერთ ფორვარდად.განაპირა მცველების პრობლემაა, იმედია გიორბელიძე და ლაკვეხელიანი ათამაშდებიან თავიანთ გუნდებში.
კვარა
25 აგვისტო 2020 15:58
3
სამწუხაროდ შემადგენლობის დაყენებისას ვაისი ყოველთვის უშვებს შეცდომას, რომელსაც თამაშის დროსაც არ ასწორებს. ბიჭებმა უნდა ინდივიდუალურად გაიბწყინონ და მოედანზე შექმნან სასწაულები,თორემ ვაისის დამუშავებული კომბინაცია ერთი ვერ დავინახე ამდენ წელიწადში. არავის არ მინდა გული ვატკინო ვის მაგივრად, მაგრამ აუცილებლად გამოვიძახებდი ხარაიშვილს, ნინუას და ლაკვეხელიანს.შეკრებაზე გამოჩნდებოდა რა მდგომარეობაში არიან. სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე გამოძახებული ფეხბურთელი აკრძალურ პრეპარატებს ეტანება და ჯობია თვითონ თქვან უარი თამაშზე, რადგან ოქტომბრის თამაშების დროს დოპინგზე შემოწმება აუცილებლად იქნება და ანალიზებს სათადარიგოებსაც უტარებენ ხოლმე.
emigranti
26 აგვისტო 2020 00:34
11
აბა გამოძახებულებიდან წამოვიდე ყოველ დღე ალეწილ ფეხბურთელებზე ცნობები. ჩაკვეტაძემ ბურთს თუ მოარტყა ფეხი 1 წელი კიდე ვერ ითამაშებს და ჯობია გენტში არ ითამაშოს წლის ბოლომდე :D
დაT
25 აგვისტო 2020 15:32
7
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს პრობლემატურ პოზიციებზე რომ მოვიყვანოთ ნატურალიზირებული ფეხბურთელები ნაკრებში აი მაგალითად საქართველოს ნაკრებს უჭირს ცენტფორვარდის პოზიციაზე და საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამოში თამაშობს ჯოვინო ფლამერიონი ჩემი აზრით ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი რატომ არ შეიძება რომ მოვიყვანოთ ნაკრებში ამით ნაკრები რას კარგავს?? იყო დრო რო ესპანეთსაც კი ჰყავდა ნატურალიზირებული ფეხბურთელები იტალიას გერმანიას ხორვატიასაც და ბოლო ბოლო საფრანგეთსს იგივე დანიას იმათ თუ ჰყავთ ამ დონის ნაკრებებს ჩვენ ნაკრებსაც რო ჰყავდეს რა პრობლემაა?
უტა
25 აგვისტო 2020 18:56
7
ასეთი არაფერი მინახია ნაკრებს უთამაშებელი ფეხბურთელებით აკომპლექტებდე!ბევრ გრანდში ვყოფილვარ მაგრამ ასეთს პირველად ვხედავ
ბარსელონას ყოფილი მწვრთნელის ასისტენტი
25 აგვისტო 2020 16:34
16
პრაქტიკა თბილისის დინამოს ფეხბურთელებს აქვთ :D
დაT
25 აგვისტო 2020 16:52
2
3-5-2 მგონო საუკეთესო სქემა იქნება.
მეკარე ლორია
დაცვა ტაბიძე გრიგალავა ხოჭოლავა (სამივეს პრაქტიკა აქვს)
ნახევარდაცვა.კვარაცხელია გვილია,კიტეიშვილი,კანკავა,ოქრიაშვილი.(პრაქტიკა ყველას აქვს)
ფროვარდები კაჭარავა,ქვილითაია ორი მაღალი ცენტრ ფორვარდი.
მგონი საკმაოდ კარგი წყობა თუმცა თუ თამაში მოითხოვს მოისსნება ერთით დავდამსხმელი და 4 მცველზე გადავალთ.ეს წყობა საკმაოდ ძლიერ ნახევარ დაცვას მოქვცემს ცენტრში.
ზაზა
25 აგვისტო 2020 19:03
4
მისი ინტერვიუ წავიკითხე,პოლონელია წარმოშვებით
irakli
25 აგვისტო 2020 16:21
1
და ხარაიშვილს რას ერჩის რას გვეჯიბრება?
ddgfdf
25 აგვისტო 2020 16:14
9
ჩემი აზრით ყველაზე ოფტიმალური შემადგენლობა რაც აქამდე გვყოლია ვაისის ხელში სანაკრებო თამაშებზე სამწუხაოროა რომ ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ვერ ეხმარებიან ნაკრებს მარა ნუ მიუხედავად კრიტიკისა ჩემი სურვილია ჯანო მოვიდეს ფორმაში რადგან ერთი პასით ან ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის შეცვლაა და საოცარი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელიაა იმედი მაქვს ჩადგება ფორმაში ოქტომბრამდე. ვაკოსაც ბევრი კრიტიკა აქვს მაგრამ მე ვფიქრობ დღესაც ორივე საჭირო ფეხბურთელები არიან ნაკრებისთვის.
გიორგი
25 აგვისტო 2020 19:10
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული