თორნიკე ოქრიაშვილი: კარგი მოლოდინი გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, ყველას მოგვენატრა ნაკრებში ასპარეზობა. რა თქმა უნდა, რთულია მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაში. თუმცა, კარგი მოლოდინი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ განვიხილეთ ესტონეთის თამაშები, შევაფასეთ როგორც ძლიერი ისე სუსტი მხარეები, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ და ყველაფერი შეხვედრაზე გამოჩნდება".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი შენი ტალანტი "ნაკოლკებს"გადააყოლე!ერთი ორი გრამი ტვინი რომ დაგეყოლებინა შენი კარიერისთვის,შენთვისაც და რაც მთავარია ქვეყნისთვის იქნებოდა სსარგებლო.
დ.დ.
00:53 06-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული