საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ხომ არ იცით მალის ვინ ლობირებს?, ჩემი მეგობრის შვილისთვის მინდა
???
09 სექტემბერი 2020 00:03
18
ბარემ მეც დავამატებ, კაკაბაძე გუშინ საყრდენად თამაშობდა თუ ყველა პირველ შეტევას რატომ ამზადებდა?
Fsiuuu
09 სექტემბერი 2020 16:44
0
კაი ფეხბურთელები კი ხართ და დარწმუნებული ვარ კაი კაცებიც,მაგრამ იმისათვის რომ ევროპაზე მოხვდე ეს საკმარისი არაა...თქვეც ხვდებით ალბათ მაგას...9 კაცმა არ გათამაშათ და 10 რომ ყოფილიყვნენ, ხომ ხვდებით რა დღეში ჩაგაგდებდნენ..იმაზე კი არ მწყდება გული ეს თამაში რომ ვერ მოიგეთ,ამ გუნდთან გექნებათ სავარაუდოდ შეხვედრა და ამ თამაშით არაფერი გამოვა,თანაც ამათ უკვე კბილი მოგისინჯეს...მე წარმატებებს გისურვებთ და ოქტომბრის თამაშებში გამარჯვებას,მაგრამ იმედია თქვენც ხვდებით რომ აშკარად მოსამატებელი გაქვთ რომ ფონს გახვიდეთ
ბეგო
09 სექტემბერი 2020 12:03
2
ზოგიერთი “პროფესორი” ესტონეთთან უბანძესი თამაშის მერე აღფრთოვანებული იყო და წერდა მოვიგეთ და თან ვაისი ბოლომდეც არ გაიხსნა მაკედონიას თამაში დაუმალაო.. ანუ მაგ ლოგიკით “პროფესორებო” გუშინ ბელარუსს დაიმალა ვაისმა თამაში?! რეალობა როდის უნდა ვაღიაროთ რომ მეტი არ შეგვიძლია?! სამწუხაროდ, 2020 წლის ამ უსახურ ნაკრებს კარში რომ ვერ ურტყავენ, 40 წლის წინანდელი დინამო ალბათ 100ჯერ აღემატება!!!
რეალობა!!!!
09 სექტემბერი 2020 08:58
3
რეალობა ის არის,რომ დღეს ეს ნაკრები გყავს და ეს ნაკრები, 3-4 წლის წინანდელზე უკეთესია.კარგი იყო მაშინდელი დინამო,მაგრამ გამოიყვანე და ათამაშე თუ შეგიძლია.გამოიყვან?მაშ სად არის შენი რეალობა?
სოსო
09 სექტემბერი 2020 15:12
2
ამასაც დავამატებ,თუ ისე მოხდა რომ მაკედონიას ფინალში ისევ გადავეყარეთ მოგების შანსი გვექნეა










































მაკედონიას თუ ფინალში გადავეყარეთ მოგების კარგი შანსი,მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება თუ ისინი თავიდანვე კაცნაკლული გამოვლენ მოედანზე,ამასთან კვარას საჯარიმოში შესვლამდე არ უნდა აართვან ბურთი,საჯარიმოში კი .... მერე ოქრი პენალტს გაიტანს და ევროზეც ვართ.





me
09 სექტემბერი 2020 17:18
1
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
ცუდი არ იყო
09 სექტემბერი 2020 11:35
1
ძალიან ცუდი გუნდი გვყავს !
გიორგი
09 სექტემბერი 2020 11:17
9
ჩემი აზრით, გიჟებივით დარბიან ჩვენი ბიჭები. ეს იმიტომ მოსდით რომ ძალების გადანაწილება არიციან
სტალინი
09 სექტემბერი 2020 11:13
3
კანკავას გარდა ყველა ფეხბურთელს შემიძლია "გავკრა კბილი",მაგრამ ჯაბას გამო თავს შევიკავებ,ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა 2 ტაიმი ფეხბურთი მარტო ჯაბამ ითამაში, ყველგან იყო და უამრავ შავ და სხვის სამუშაოსაც ასრულებდა..საბოლოოდ იმაზე მაგრად დამწყდა გული რომ კაცნაკლულ გუნდს ვერ მოუგეთ,ალბათ კაცნაკლულები რომ არ ყოფილიყვნენ კიდევ უფრო ცუდ დამთავრებულიყო ყველაფერი ჩვენთვის......არადა ამ გუნდთან შეიძლება მოგვიწიოს ჯერჯერობით ყველაზე მთავარი თამაში?!
Dato Dvalidze
09 სექტემბერი 2020 10:07
1
რეალობისთვის თვალის გასწორება როდის უნდა ვისწავლოთ?! სამწუხაროდ გუნდი არა გვყავს არააა !!! რამდენჯერ უნდა დავდგეთ ფაქტის წინაშე და დაგვემართოს მორიგი იმედგაცრუება !!! გუშინ თანამედროვე ფეხბურთთან მიახლოვებულს მხოლოდ კანკავა თამაშობდა!!! ნორმალური შემქმნელი ნახევარმცველო და თავდამსხმელი ხომ არ გვყავს ფაქტია ვინც გვყავს ისინი კი თამაშობენ თავისი დონის შესაფერის ჩემპიონატებში, ესეც ფაქტია სამწუხაროდ!!! ეხლა მორიგი იმედგაცრუების შემდეგ გაუშვებენ ვაისს და დაიწყება მერე თავიდან ახალი მწვრთნელი და ახალი უსაფუძვლო იმედები, როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე როდემდე?!
გოლი რომ გაიტანო კარში უნდა დაარტყა თუ ამის თავი გაქვს
09 სექტემბერი 2020 08:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული