ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეს" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 სექტემბერს, MLS-ის მე-10 ტურში ქართველების "სან ხოსე ერსქვეიქსმა" საკუთარ მოედანზე "პორტლენდ თიმბერსი" მიიღო და ვაკო ყაზაიშვილის წყალობით წაგებას გადაურჩა.

ვაკო კალიფორნიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლის გატანა 76-ე წუთზე შეძლო. არადა, თავიდან მსაჯებმა მომენტი გაატარეს, თუმცა საქმეში VAR-ი ჩაერთო და სამართლიანობაც აღდგა. აღნიშნული გოლი ვაკოსთვის სეზონში მე-4 გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევს თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეეძლო, მისი ლამაზი დარტყმული ძელს მოხვდა.

ყაზაიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება კაშიას, გურამი განაცხადშიც არ ყოფილა - ამისი მიზეზი კი
ტრავმაა.

იმედია, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი "სან ხოსეს" შემდეგ მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც "ერსქვეიქსი" 20 სექტემბერს კვლავ "პორტლენდთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაკო ძალიან კლასნია, ბევრი კი აკრიტიკებთ უარგუმენტოთ, მაგრამ ნაკრებში უკონკურენტოა.
semi
14:09 17-09-2020
0
ჩემს კომენტარში რამე ისეთი აღმოაჩინეთ მე რო არ ვიცი რო არ გამოაქვეყნეთ?
გიორგი
12:43 17-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული