ფოტო: GFF
დღეს, 17 სექტემბერს, ფიფამ სანაკრებო გუნდების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებს მცირე, თუმცა მაინც პოზიტიური ცვლილებები შეეხო.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი აქამდე მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 2 პოზიციით წინ წავიწიეთ და 89-ეზე ვართ.
საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მაკედონიას აქვს, რომელიც აღნიშნულ სიაში 66-ე პოზიციას იკავებს. სომხეთი 101-ე ადგილზეა, ესტონეთი კი - 108-ზე.
ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების "მთავარი" მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდი 2 პოზიციით გვისწრებს.