საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეკლესიაში ფარისევლობა შეიძლება, ქორწილები შერჩევითად შეიძლება, ქელეხები შეიძლება, დენდროპარკში შესვლა შეიძლება, სკვერებში კონცერტები შეიძლება და ფეხბურთი არ შეიძლება? წმინდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეკლესიად გადააკეთეთ 1 დღით და უპრობლემოდ შეგვიშვებენ.
წმინდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეკლესია
05 ოქტომბერი 2020 13:49
1
ბაწკას არ აწყენინოთ და ვოვოჩკას ეკუნა:)
ბაწკას არ აწყენინოთ
05 ოქტომბერი 2020 17:49
2
კარგი ორგანიზების შემთხვევაში არაფერიც არ გავრცელდება მეტროს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს რატომ არ აჩერებთ ათიათასობით მოქალაქე რომ გადაყავს დღეში ეს არის ისტორიული შანსი და 15 ათასი ადამიანის დასწრება რა პრობლემაა ყველას პირბადე თუ ექნება და დისტანციას დაიცავს. უმაყურებლოდ გინდა თბილისში ჩაგიტარებიათ მატჩი და გინდა კამბოჯაში რა აზრი აქვს.
zura
05 ოქტომბერი 2020 14:06
0
ძაან მნიშვნელოვანი თამაშია. მესმის რო ხალხის დაცვას ცდილობენ მარა ამის ორგანიზება შესაძლებელია. საოცარი შანსი აქ საქართველოს ნაკრებს და მაყურებელი ძაან საჭიროა.
იმედის მქონე
05 ოქტომბერი 2020 16:50
1
Ხოდა აბაროტი არჩევნებზე აუგოთ))
Abooo
05 ოქტომბერი 2020 16:48
0
რაღა ამ დღეებში, თამაში კარზე მოგვადგა გადაწყვიტეთ დღესვე, ან ისე ან ასე!
შაკო
05 ოქტომბერი 2020 15:22
0
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს რომ ზრუნავენ ჩვენზე. ხალხო დააფასეთ ჩვენი ექიმები. ფეხბურთი მოიცდის.
Giorgi kakaladze
05 ოქტომბერი 2020 15:47
41
ჩემი აზრით ეს ისტორიული მატჩი მაყურებლის გარეშე არ უნდა ჩატარდეს და ის 30% უნდა დაუშვან სტადიონზე და ეს მარტივად შეიძლება გაკეთდეს,მაგ:პირ ბადით,ხელთათმანებით,თერმოსკრინინგით,არ დავუშვათ 18 წლამდე ბავშვები და 50 წლის ზემოთ ადამიანები,მაგრამ ამას გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქემ და დისკრიმინაციაში არ უნდა ჩამოართვას ფედერაციას,მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რო ბიჭები არ დარჩნენ მხარდაჭერის გარეშე...ყველას ჯამთელობას გისურვებთ
Aba heee
05 ოქტომბერი 2020 14:31
2
ეს არის სოროსის გადაწყვეტილება?
Erdo
05 ოქტომბერი 2020 14:21
2
ამხელა სტადიონზე 10-15 ათასი კაცი რო შეუშვან წესების დაცვით არაფერი არ დაშავდება.
ziko
05 ოქტომბერი 2020 14:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული