საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
მე პირადად დიდი ხანი ველოდებოდი ამ დღეს, მაგრამ ახლა ნამდვილად ასე სჯობს.. ყველაზე მეტად რისიც მეშინია ეს არის ბიჭები ფსიქოლოგიურად არ გადაიწვან, ასეთ დროს უმაყურებლოდ თამაში შეიძლება მათთვის უკეთესიც კი იყოს.. მთავარი ჯანმრთელობაა,დარაზმვით ევროპის ჩემპიონატისთვის დავირაზმოთ. ახლა ბიჭებს სახლიდან ვუქომაგოთ..
ლაშა
05 ოქტომბერი 2020 16:21
3
Ra gaxura am gamyrelidzem sakme. Uefa daushvada es gamyrelide vinga. Aseti shansi jer ar gkonia da gamyrelidzem unda gvickvitos. Korona ara torola mashinnras xsniden sezons. Fulia gamyofili xo unda gatetron ro jibebi aivson. Amoukvanes xalxs suli am matxovrebma. Mara raga darcha dagamtavreben am archevnebze.
Valerian
05 ოქტომბერი 2020 16:09
0
საღმა აზრმა გაიმარჯვა•
Caruzo9
05 ოქტომბერი 2020 15:02
19
რა ამის პასუხია მაგრამ ბაიერნს როგორ აიგნორებენ ამ საიტზე, ლევამ გუშინ პოკერი შეასრულ და ვითომ არაფერი, საიტზე შემოსვლასაც დაეკარგა აზრი!!!
Musenbezi
05 ოქტომბერი 2020 14:50
6
უკვე ძალიან ბევრი ადამიანისაგან გავიგე,რომ თერმოსკრინინგისათვის გამოყენებული პისტოლეტ თერმომეტრები,არასწორად აჩვენებს ტემპერატურას.ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა, მოსახლეობაში ვირუსის ასე ფართოდ გავრცელება.მის იმედზე მაყურებლის სტადიონზე შეშვება,მართლაც რისკი იქნება,თუ უსაფრთხოების სხვა წესები, მაქსიმალურად არ იქნა დაცული.ვფიქრობ სახეზე პირბადესთან ერთად დამცავი ფარით შესვლა და სტადიონის შესასვლელში ხელების დეზინფიცირება უფრო ეფექტური იქნება დასაცავად.სტადიონზე კი,მეთვალყურეები უნდა იყვნენ,ვინც დაცვის საშუალებების არ მოხსნას მიაქცევენ ყურადღებას.ამ შემთხვევაში რისკი,მინიმუმამდე დაიწევს.
სოსო
05 ოქტომბერი 2020 13:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული