საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
აი დენდროლოგიურში დღეში ორ სტადიონს რო გაავსებდა იმდენი ხალხი დადიოდა არავითარი პირბადე და დისტანცია, ინაშვილის აქციაზეც იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე უეფა გვაძლევს თამაშზე დასწრების უფლებას.. უნდა გაითავისონ რომ სახელმწიფო საქმე კეთდება არსებობის მანძილზე ძლივს მოგვეცა შანსი დავანახით მსოფლიოს რომ ჯორჯია ევროპის ნაწილია.. თუ 18 არა ჯანდაბას 10 ათასი ბილეთი გაყიდე და ისე გადაანაწილე დისტანციით იჯდეს ხალხი და შესვლისას კიდე პირბადე მოსთხოვე, შეუძლებელი და გაუკეთებელი არაფერია, მე პირადად მზად ვარ თუ დამიშვებენ თამაშზე თამაშის მერე 2 კვირა თვითიზოლაციაშიც წავიდე, ხალხი სამშობლოს გამო ომში მიდის სიცოცხლეს წირავს და რავიცი რავიცი.. მაპატიეთ თუ უვიცობას ვიძახი
ტუუუ
05 ოქტომბერი 2020 15:27
0
1000-2000მდმაინც დაასწარით ფონის შესაქმნელად პირბადეებით და კილომეტრიანი დისტანციის დაცვით
912
05 ოქტომბერი 2020 15:23
1
რაღა ამ დღეებში, თამაში კარზე მოგვადგა გადაწყვიტეთ დღესვე, ან ისე ან ასე!
შაკო
05 ოქტომბერი 2020 15:22
0
მიცენ ბელარუსებს შანსი დარწმუნებული ვარ რო წავაგოთ მაყურებლის არყოფნას და კობიაშვილს დაბრალდება და გადააყენებენ ტიკარაძეს რა ენაღვლება. თორე აგერ ინაშვილმა რამხელა მიტინგი ჩაატარა და ხმა არავის ამოუღია არც ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა ეტყობა.
Zaza
05 ოქტომბერი 2020 15:13
0
დაკეტეტ მაშინ მეტრო აგრდზელეთ ავტობუსები .რომელი უფრ დიდი რისკი დახურულ გვირაბში გატენილი ხალხი და ავტობუსებშიი თუ 55 ათასიან სტადიონზე ღია ცის ქვეშ ადგილის გამოტოვბეით დასწრება?კლოუნები ხართ უბრალოდ მარიონეტები და მონები.არანაერი ლოგიკა მხოლოდ თეატრი გატენილი უნიჭო მსახიბებით.35 ათასი კაცი შეკრბა ინაშვილმა გაუმარჯოს გმერთმა მოედანზე და ფეხბურთის ყურებით გადადის ვირუსი?
mosexoneli
05 ოქტომბერი 2020 15:08
0
და პოლიტიკური შეკრება თუ შეიძლება?
buxrika
05 ოქტომბერი 2020 15:05
0
პოლიტიკრი კი ანტი ვისრუი გამოუიყოფა მაგ დროს:):)
mosexoneli
05 ოქტომბერი 2020 16:04
0
საღმა აზრმა გაიმარჯვა•
Caruzo9
05 ოქტომბერი 2020 15:02
19
თვითონ კი უყურებებ სტადიონიდან ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ ამათ. როგორც მე მესმის ჩინური ისე ესმის ჯანდაცვა იმ მინისტრს.
Lasha
05 ოქტომბერი 2020 14:58
0
სხვა ქვეყნებს თავის ხალხი სძულთ,ეს მარტო ჩვენი მთავრობაა ხალხზე რომ ზრუნავს.ყველგან უშვებენ 30% კროცენტს,მაგრამ ესენი ხომ ქვეყნისთვის საწინააღმდეგოს აკეთებენ.მაგ ამბავს მომზადება უნდა,მუშაობა უნდა სტადიონზე და ზედმეტად თავი რატო შეიწუხონ.ფუ თქვენი....
კახა ქ.
05 ოქტომბერი 2020 14:57
0
მომდევნო დღეებში გადავწყვეტთო.... მაზეგ თამაშია - 8 რიცხვში. უკვე დაგვიანებულია რამის გადაწყვეტა. კიდევ კარგი 8-ის მერე გადავწყვეტთო - არ თქვა. თან რისკია მატჩის ჩატარებაო ... თავს დავდებ - აზრზე არაა რომ მაყურებლის დასწრების საკითხია გადასაწყვეტი. გვიშველეეეეთ!!!!
რატი
05 ოქტომბერი 2020 14:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული