საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
რა ამის პასუხია მაგრამ ბაიერნს როგორ აიგნორებენ ამ საიტზე, ლევამ გუშინ პოკერი შეასრულ და ვითომ არაფერი, საიტზე შემოსვლასაც დაეკარგა აზრი!!!
Musenbezi
05 ოქტომბერი 2020 14:50
6
სწორი გადაწყვეტილებაა.
ქართველი რომელ წესს დაიცავს?!
პირბადეს მარტო კონტროლისას გაიკეთებს და მერე ისევ “იდაყვზე” დაიკიდებს,
დისტანციაზე ხო საუბარი ზედმეტია.
ასეა ეს
05 ოქტომბერი 2020 14:37
15
პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არჩევნებში წაგების შემდეგ ნაცებს ქუჩის გამოსვლები მოუნდებათ. დღეის მდგომარეობით კი ხალხმრავალი თავყრობები აკრძალულია. ფეხბურთზე რომ მაყურებელი დაუშვან მერე ხომ წარმოგიდგენიათ ნაცები რა გნიასს ატეხენ და სათქმელიც ექნებათ. ფეხბურთზე ხალხის არდაშვების შემთხვევაში კი პირიქით ხელისუფლება დგება მომგებიან პოზიციაში. თუ დაგჭირდათ,დაშლიან ნაცების თავყრილობას და სათქმელიც ექნებათ, ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე ხალხი არ დავუშვით და თქვენ ვინ ხართო. და მართლების იქნებიან.
ქუთაისი
05 ოქტომბერი 2020 14:33
11
და რომ მივიდეთ? ბევრი ადამიანი თუ შეიკრიბება, იქნებ შევაღწიოთ კიდევაც შიგნით, თუ არადა გარედან დავსხოთ ყიჟინა
Giorgi
05 ოქტომბერი 2020 14:31
4
ჩემი აზრით ეს ისტორიული მატჩი მაყურებლის გარეშე არ უნდა ჩატარდეს და ის 30% უნდა დაუშვან სტადიონზე და ეს მარტივად შეიძლება გაკეთდეს,მაგ:პირ ბადით,ხელთათმანებით,თერმოსკრინინგით,არ დავუშვათ 18 წლამდე ბავშვები და 50 წლის ზემოთ ადამიანები,მაგრამ ამას გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქემ და დისკრიმინაციაში არ უნდა ჩამოართვას ფედერაციას,მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რო ბიჭები არ დარჩნენ მხარდაჭერის გარეშე...ყველას ჯამთელობას გისურვებთ
Aba heee
05 ოქტომბერი 2020 14:31
2
მართალი თქვა ჟორდანიამ იმ დღეს, ჩვენი ფედერაციის ჩინოვნიკები საარჩევნო კამპანიებში დარბიან სხვადასხვა რაიონებში და ეგაა ეხლა მაგათთვის პრიორიტეტი. ნახევარფინალი არა ხურმა...
ანესთეზეოლოგი
05 ოქტომბერი 2020 14:23
1
იდიოტობაა და მეტი არაფერი. სრული მარაზმატიკა. დღეში ათასობით შემთხვევა აქვს ქვეყნებს და იქ ესწრება მაყურებელთა 30%. 55000-იან სტადიონზე 18000 ბილეთის გაყიდვა გახდა ამათთვის გადაუჭრელი პრობლემა. გამოდის, რომ ასეთ შემთხვევაში მაყურებელი იჯდებოდა ყოველ მე-4 სკამზე. დინამო ისედაც ღია არენაა და ასეთ რეალობაში თერმოსკრინინგითა და პირბადით მაყურებელთა დაშვება ნამდვილად არ იყო არანაირი პრობლემა. ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ათეულ ათასობით ადამიანი მგზავრობს დახურულ სივრცეებში და რისკიც ბევრად დიდია მაგრამ ამ ფაქტს როგორც ჩანს საერთოდ არ უყურებენ.
ანესთეზეოლოგი
05 ოქტომბერი 2020 14:21
0
ეს არის სოროსის გადაწყვეტილება?
Erdo
05 ოქტომბერი 2020 14:21
2
ამხელა სტადიონზე 10-15 ათასი კაცი რო შეუშვან წესების დაცვით არაფერი არ დაშავდება.
ziko
05 ოქტომბერი 2020 14:13
0
კარგი ორგანიზების შემთხვევაში არაფერიც არ გავრცელდება მეტროს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს რატომ არ აჩერებთ ათიათასობით მოქალაქე რომ გადაყავს დღეში ეს არის ისტორიული შანსი და 15 ათასი ადამიანის დასწრება რა პრობლემაა ყველას პირბადე თუ ექნება და დისტანციას დაიცავს. უმაყურებლოდ გინდა თბილისში ჩაგიტარებიათ მატჩი და გინდა კამბოჯაში რა აზრი აქვს.
zura
05 ოქტომბერი 2020 14:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული