საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეკლესიაში ფარისევლობა შეიძლება, ქორწილები შერჩევითად შეიძლება, ქელეხები შეიძლება, დენდროპარკში შესვლა შეიძლება, სკვერებში კონცერტები შეიძლება და ფეხბურთი არ შეიძლება? წმინდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეკლესიად გადააკეთეთ 1 დღით და უპრობლემოდ შეგვიშვებენ.
წმინდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეკლესია
05 ოქტომბერი 2020 13:49
1
უკვე ძალიან ბევრი ადამიანისაგან გავიგე,რომ თერმოსკრინინგისათვის გამოყენებული პისტოლეტ თერმომეტრები,არასწორად აჩვენებს ტემპერატურას.ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა, მოსახლეობაში ვირუსის ასე ფართოდ გავრცელება.მის იმედზე მაყურებლის სტადიონზე შეშვება,მართლაც რისკი იქნება,თუ უსაფრთხოების სხვა წესები, მაქსიმალურად არ იქნა დაცული.ვფიქრობ სახეზე პირბადესთან ერთად დამცავი ფარით შესვლა და სტადიონის შესასვლელში ხელების დეზინფიცირება უფრო ეფექტური იქნება დასაცავად.სტადიონზე კი,მეთვალყურეები უნდა იყვნენ,ვინც დაცვის საშუალებების არ მოხსნას მიაქცევენ ყურადღებას.ამ შემთხვევაში რისკი,მინიმუმამდე დაიწევს.
სოსო
05 ოქტომბერი 2020 13:38
1
რისი იმედი გაქვთ?...
დიდი ალბათობით კი არა არ დაესწრება, თქვა უკვე და ეგაა!!...
buba
05 ოქტომბერი 2020 13:31
4
მესმის რომ ფრთხილობენ მაგრამ, ხომ შეიძლებოდა პირბადეებით და დისტანციის დაცვით ორგანიზება დასწრების. რა უნიათობი არიან! სად ხარ კობი იქნებ მოიცალო ფეხბურთისათვის? კარგით რა მართლა რა ჭაობია ამ ქვეყანაში!
ქომაგი
05 ოქტომბერი 2020 13:25
7
მზად ვარ აღარასოდეს დავესწრო ნაკრების თამაშს,ოღონდ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს საქართველოს ნაკრები.იმედს არ ვკარგავ რომ საბოლოო გადაწყვეტილება და მატჩის შედეგი წარმატებული იქნება ქართველი გულშემატკივარისათვის
საქართველო
05 ოქტომბერი 2020 14:46
1
სრულიად ვეთანხმები.
გიო
05 ოქტომბერი 2020 13:22
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული