"ჯვაროსნები" ისტორიულ მატჩში გამარჯვებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
და, ჰა, როგორც იქნა, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი მოახლოვდა და სამწუხაროდ, მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. უეფას რეკომენდაციით, "დინამო არენაზე" 18 ათასი გულშემატკივრის დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დავკარგეთ. სახლიდან უქომაგეთო, გვიბრძანეს, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებს როგორ მიეხმარება, ცოტა არ იყოს და, ძნელი გასაგებია.

შეიძლებოდა სტადიონზე მაყურებელთა 30%-ის შეშვება თუ არა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა - სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. თუმცა, ამას სათანადო ორგანიზება სჭირდებოდა, რაც რაღაც რთულ ამოცანას არ
წარმოადგენდა. ხალხს მაინც ვერ დააკავებ და რა მნიშვნელობა აქვს, არენაზე შეიკრიბებიან თუ მის გარშემო?

ვერ გეტყვით, ფეხბურთის ფედერაციამ საკითხის განხილვისას რა პოზიცია დაიჭირა, მაგრამ ფაქტია, უეფას "ძღვენი" ვერ შევირგეთ. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი ქვეყნის პირველი ნაკრებია. ის ერთგვარი აისბერგია და ღმერთმა არ ქნას და, ბელარუსებთან რომ წავფორხილდეთ (ამის გაფიქრებაც დაუშვებელია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება), სფფ-ს ამას მწარედ წამოაძახებენ და არავინ ჩაეძიება, ჰკითხეს თუ არა მათ საერთოდ აზრი.

და ამას გარდა, ცას შიშით შევყურებ, რომ არ გაწვიმდეს და ისევე, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, კვლავ არ გაატაროს სტადიონის დრენაჟმა მოსული ნალექი და არ დაიტბოროს მოედანი. ამან იმ თამაშში ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. თუმცა, თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით და დავუჯერებთ, 8 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი არ იქნება, მაგრამ ბუნებისას რას გაიგებ - ის ხომ ჩვენს მთავრობას არაფერს დაეკითხება.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. მან მშობლიური სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ახლა შეუძლია "ჯვაროსნებთან" ერთად ევროპირველობის საგზური მოიპოვოს.

ფეხბურთელებიც არნახულად მონდომებულები არიან. უქმეები ისე გავა ხოლმე, ლეგიონერთაგან ვერავინ გაიტანს გოლს, გასულ შაბათ-კვირას კი ქართული გოლების "წვიმა წამოვიდა". ნაკრებმა ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე გაღწევა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ეს ვერ შეძლო გაცილებით ძლიერმა წინა თაობებმა და ამის შანსი ამჟამინდელებს აქვთ. ეს თაობა გაცილებით უფრო მოტივირებულია, რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს.

მათ არ სჭირდებათ მომავალი დაპირისპირების თაობაზე ახსნა-განმარტება და იმედია, ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. ვიქნები კატეგორიული და ვიტყვი - ეს ის მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ. ისინი ფავორიტები არიან, რასაც მეტოქეც აღიარებს და ჩვენს ფავორიტ გუნდს ყველა ქართველი უქომაგებს, ვისაც სპორტის ნომერი პირველი სახეობა სიგიჟემდე უყვარს და ვისაც საერთოდ არ ესმის. ეს მთელი ერის მატჩია, რომელშიც ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მხოლოდ ცისფერი ეკრანებიდან ვუგულშემატკივრებთ.

ღმერთო, შენ გაუმართლე ჩვენს ბიჭებს!
მკითხველის კომენტარები / 23 /
არ გვინდა წინასწარი "ბაქი-ბუქი"... ვაშაძე-აღმაშენებელი, ხომ არა ვართ. მაქსიმალური მონდომებით, ყურადღებით და სიფრთხილით სასურველი შედეგი დადგება.
tngh
07 ოქტომბერი 2020 17:25
0
https://www.televizia.org/pirveli-arxi-hd/
mikhael
07 ოქტომბერი 2020 16:51
0
ყოველ დღე უამრავი ხალხი ტრანსპორტით გადაადგილდება,მაღაზიებში ვაჭრობს,ეკლესიებში დადის და რა გახდა 18 ათასი კაცი სტადიონზე.თითო სექტორში ორი კაცი საკმარისი იქნებოდა იდიალური წესრიგის დასამყარებლად მაგრამ მაგათ თავისი გამდიდრების გარდა არაფერი ანაღვლებთ.
ასეა ეს
07 ოქტომბერი 2020 13:08
10
ხალხის ეშინიათ არა ტოროლა ვისაც ხალხის ეშინოდა კია ეგერ უკრაინაში.მაკედონიაშიც ხალხის შეეშინდათ ალბათ.დდ და ფედერაციას რო უნდა ამ ორი თამაშის მოგება ისე არავის არუნდა.მიტინგებს რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ვინ აგაკრძალიებს მიტინგს.ასე პატარები და მიამიტები ხართ ზოგიერთები აქედან ნაცები და ევრო ნაცები იქედან ეგ.წ .არასამთავრობოები და ის ჟღარიანი ამერიკის ელჩი რა ამბავს დაათევენ წარმოდგენა თუ გაქვთ.სრულიად დამოუკიდებელი ხოარ გგონიათ ეს ქვეყანა.დარწმუნებული ვარ მოიგებენ ბიჭები ორივე თამაშს და გაახარებენ ხალხს.
źaza
07 ოქტომბერი 2020 11:10
22
ლოკომოტივის მაგალითი მაინც გაიხსენეთ. როდესაც არ იყო წინასწარ ურა-ვაშა და მრავალჟამიერ ანუ ბიჭებს მაქსიმალურად მოუხსნეს სტრესი, მოახერხეს და დააკოზირეს მოსკოველები. არ არის საჭირო ზედმეტი აურზაური. ბიჭებმა მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქრონ.
ჰაჰა
07 ოქტომბერი 2020 10:09
0
აი ასეთი ვაი ჟურნალისტები რატომ არსებობენ საერთოდ?
ნუ ქმნით ასეთ განწყობებს ხალხში. ჯერ ერთი, რომ თამაშის წინ ნებისმიერი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, მერე მეორე აქედან გამომდინარე, ბელარუსი სხვა რამეს აპირებს?
ეს ხომ დამატებითი წნეხია მოთამაშეებისათვის? ისტორიულად ყოველთვის გვიჭირდა ისეთ თამაშებში გამარჯვება, სადაც წყდებოდა რაღაცის ბედი და იმის ნაცვლად, რომ ზედმეტი წნეხი მოხსნათ, აქეთ უმატებთ კიდევ?
ოტტო
07 ოქტომბერი 2020 09:43
4
შორი ხომ არა არის ისტორიულ მატჩამდე. გერმანიას უგებთ ფინალს თუ საფრანგეთს.
ozeki
07 ოქტომბერი 2020 09:06
8
რის მიხედვით სწერთ წონა თაობები გაცლებით ძლიერი იყო დღევანდელზეო? რაღაც არ მგონია ასე იყოს.
იაგო
07 ოქტომბერი 2020 08:53
5
არ გვინდა ახლა ჰოპლას ძახილი!!
ჯერ გადავხტეთ!!
buba
07 ოქტომბერი 2020 02:00
3
ლორია
კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე

კანკავა კიტეიშვილი
შენგელია ვაკო ხვიჩა
ოქრი

მგონი საუკეთესო შემადგენლობა იქნება. ყველა მოძრავია და გაწელავენ დაცვას, თავით თამაში კარგად შეუძლია შენგელიას კარგი დარტყმაც აქვს. ხვიჩა მარჯვნიდან.. ყველა ინდივიდუალურად ძლიერია, ფლანგები სწრაფი.. ჩემი აზრით ბურთი უნდა იყოს დაბლა და არა მაღალ ბურთებზე გავაკეთოთ აქცენტი.. სისწრაფეების ჩართვის დროს შეიძლება ყვითლებით დაიტვირთოს, ან სახიფათო სტანდარტი/პენალტი მოვიპოვოთ. სტანდარტების დროს არიან თავით მოთამაშეებიც: კაშია კვერკველია, ტაბიძე შენგელია..

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაწყობა.. გვილია,კვეკვესკირი, ჩაკვე, ქვილითაია..

ჩემი აზრით პირველ 30 წუთში თამაში გაკეთებული უნდა იყოს..

წარმატებები ბიჭებო.. მე მჯერა თქვენი და იმედია ვაისი "ჩვენსკენ" იქნება :)))
ლაშა
07 ოქტომბერი 2020 00:21
7
რა 30 წუთი? ეგეთ სისულელეს ვაისი არ გააკეთებს. თუ არ გამოგივიდა იმ 30 წუთში, მაშინ ბელორუსებს მეტი შანსი ექნებათ. მაგათ კონტრშეტევა მაღალ დონეზე აქვთ, ამიტომ უნდა აირჩიო დაბალანსებული ტაქტიკა. ასე მოვუგეთ ადრე 1;0 თბილისში ოქრის გოლით. თან ეგეთი გუნდი თუ გამოიყვანა სადაც ორად ორი ნახევარმცველია, საერთოდ გაგვანადგურებენ.
ჰაჰა
07 ოქტომბერი 2020 10:15
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული