მიხაილ მარხელი: მაყურებელთა მხარდაჭერა საქართველოს ნაკრებისთვის არსებითი დახმარება იქნებოდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის თბილისში გამომგზავრებამდე ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა "პრესბალს" ინტერვიუ მისცა.

- ფეხბურთელობისას ან სამწვრთნელო კარიერაში ასეთი ამაღელვებელი მატჩი გქონიათ?
- ასეთი მნიშვნელოვანი, ალბათ, არა. ბუნებრივია, გარკვეულ მღელვარებას აქვს ადგილი, მაგრამ ვფიქრობ, ვარჯიშების პროცესში ყველაფერი ნორმაში ჩადგება.

- დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თქვენი შეგირდები უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუმკლავდებიან?
- ვიმედოვნებ. პირველ რიგში, გამოცდილი ბიჭების იმედი მაქვს. მჯერა, ისინი ჩვენს ახალგაზრდებს ამ მხრივ დაეხმარებიან, მათ, ვისაც თბილისში თამაშს ვანდობთ.

- მოკლედ რომ დაახასიათოთ საქართველოს
ნაკრები, რას იტყოდით?
- კარგი ევროპული დონის გუნდია. ალბანეთის ნაკრებს შევადარებდი, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ - ბალანსირებული შემადგენლობა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია. პრაქტიკულად, ყველას თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი გველის.

- საქართველოს ნაკრებში ბელარუსის ჩემპიონატში გაელვებული ორი ფეხბურთელია: გიორგი ნავალოვსკი (მინსკის "დინამო") და ვაკო გვილია (ბატე). გახსოვთ ისინი?
- ბუნებრივია. ეს ბიჭები ოსტატები არიან. თუმცა მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ისინი სხვა ჩემპიონატებში გადაბარგდნენ. ამიტომ მათმა ადრე ჩვენთან თამაშმა ნაკლებად შეიძლება მეტოქეს ინფორმაციული სარგებელი მოუტანოს.

- ჩვენს ნაკრებს სამმატჩიანი ციკლის ჩატარება მოუწევს. ქართველებთან დუელი ლიეტუვასთან და ყაზახეთთან შეხვედრებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მეთანხმებით?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ასეთი მატჩების ჩატარება ხშირად არ გვიწევს. პრინციპში, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ბელარუსს ადრე არ ჰქონია. გასაგებია, უმთავრეს ყურადღებას თბილისურ მატჩს მივაქცევთ.

- მინსკში აცივდა. ტემპერატურულმა ცვლილებამ შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს?
- თბილისში ჩვენი სტუმრობა ხანგრძლივი არ იქნება: წინასამატჩო ვარჯიში და უშუალოდ მატჩი. ისეთმა ნიუანსმა, როგორიც ამინდია, პროფესიონალებზე არ უნდა იმოქმედოს. თუ ტემპერატურის ცვლილებას ექნება ადგილი, არა მგონია, ეს ჩვენს თამაშზე აისახოს.

- ჩვენი ნაკრებისთვის მაყურებლებთან ერთად თუ მათ გარეშე თამაში იქნება მისაღები?
- ჩემი გაგებით, უმაყურებლოდ თამაში მკვდარი ფეხბურთია, მაგრამ როდესაც თავი უნდა მოიკლა და შედეგს მიაღწიო, მე უპირატესობას უმაყურებლოდ თამაშს მივანიჭებდი. რაც უნდა იყოს, მაყურებელთა მხარდაჭერა საქართველოს ნაკრებისთვის არსებითი დახმარება იქნებოდა.

- თბილისური დუელი აუცილებლად ერთ-ერთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ამიტომ მატჩისშემდგომი პენალტების სერია არაა გამორიცხული. ამაზე ვარჯიშებზე იმუშავებთ?
- დროის დეფიციტის გამო ამის გარდა სხვა რამეებზეც გვაქვს სამუშაო. მიზანმიმართულად ამისათვის არ მოვემზადებით. თუ ვარჯიშების შემდეგ ვინმე ამაზე დამატებით იმუშავებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები.

- რა პრობლემები აწუხებს ამჟამად სამწვრთნელო შტაბს?
- არ მინდა დეტალურად მოვყვე. რა თქმა უნდა, დამამწუხრა, რომ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას მოვახერხებთ. ვეცდებით, ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტურად დავამუშაოთ. გვაღელვებს, რომ ზოგიერთ საკვანძო ფეხბურთელს უკანასკნელ ხანს თამაში ხშირად არ უწევდა. გადავწყვეტთ, მოცემულ სიტუაციაში რამდენად შეუძლიათ გუნდს დაეხმარონ. მნიშვნელოვანია, სასტარტო შემადგენლობაში ჩამოვყალიბდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

altსაქართველო-ბელარუსის მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეფერი განსჯის

altმიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

altსაქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი: სირცხვილია, როცა ქვეყნის პრიორიტეტი არის ბინძური პოლიტიკა და არა სპორტი!

altყველანი ჩამოვიდნენ - საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

altსაბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - ბელარუსთან მატჩზე მაყურებელი არ იქნება

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ყოველთვის, აქ ყველაფრის ექსპერტები და მცოდნეები იკრიბებიან.

მიმაჩნია, ამ შემთხვევაში მიიღეს ფეხბურთისთვის ცუდი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ რადგან წინასწარ არავინ არაფერი იცის და ვერავინ გაზღვევს საწინააღმდეგოში უნდა ენდონ ამ საქმეში მცოდნე ეპიდემიოლოგებს. მორჩა და გათავდა.

არც ერთი თამაში ფეხბურთში არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასი!



როგორც ყოველთვის
11:35 07-10-2020
1
ვაი სირცხვილო! ალბანეთს შეგვადარა.
თუმცა ფაქტია, ალბანეთზე უკეთესები ვერ ვართ. დაგვაცადეთ ბატონო მარხელ, მალე ესპანეთს, ან პორტუგალიას შეგვადარებ!!!
ვანჩოპე
00:05 07-10-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული