გულშემატკივრები 8 ოქტომბერს "დინამო არენასთან" შეკრებას აანონსებენ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრების. ამიტომ ქომაგებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და საკმაოდ საინტერესო "წვეულება" დაგეგმეს.

წვეულების მიზეზად კი წერენ, რომ: "იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით "დინამოსთან" ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!
გეგმა ასეთია: "დინამოს"  შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ "მუშტაიდის ბაღში", სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ "გირჩის" მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები."
მკითხველის კომენტარები / 39 /
მოგესალმებით ქართული ფეხბურთის ქომაგებს და არა მარტო ქომაგებს, ამ მატჩის მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, და გამოდვივარ ინიციატივით რომ დადგინდეს ნაკრების მარშუტი 8 ოქტომბერს ბაზიდან სტადიონამდე, (თუ არ ვცდები ზღვაზე არიან შეკრებილები ჩვენი ბიჭები და იქედან წავლენ სტადიონზე) და გაუკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი რა თქმა უნდა რეგულაციების სრული დაცვით (2 მეტრიანი დისტანცია პირბადე და ასე შემდეგ) დამერწმუნეთ რომ სულ სხვა განწყობა ექნება ნაკრებს თამაშის წინ და ისიც მგონია რომ ამან ბელარუსებზე მთლად კარგად იმოქმედოს. მე მგონი ურიგო არ იქნებოდა ამის ორგანიზებაში ფედერაციას და შესაბამის სტრუქტურებს მიეღოთ მონაწილეობა შ.ს.ს საპატრულო და ვისაც ევალება გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
qomagi
13:59 06-10-2020
0
ხოდა გირჩს ავირჩევ, ასე გადავუხდი მადლობას ! :) ფეხბურთი არ შეიძლება და პოლიტიკური თავყრილობები მოსულა ?! აქციებს და ამომრჩეველთან შეხვედრებს რო მართავს პოზიცია თუ ოპოზიცია, გულშემატკივრებმა რა დავაშავეთ?
semi
11:57 06-10-2020
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული