სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოლონეთში გაიმართება

AutoSharing Option
"უეფას გადაწყვეტილებით, 2020-21 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის
გარეშე გაიმართება", - იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ტიხი კატოვიცედან 20 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია, მისი კოხტა მუნიციპალური სტადიონი კი 15 300 მაყურებელს იტევს. თუმცა, რადგან მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია სომხებს კოჭს არ გაუგორებენ
Zviadi
09:13 07-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული