საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ჩვენს ეროვნულ გუნდს ბელარუსთან მატჩში გამარჯვება უსურვა:
"ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა.
თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები, საქართველო!", - წერს შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.