საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ბელარუსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის "D" დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში დაუპირისპირდება.

ჩვენ საქართველოს ეროვნული გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობას გთავაზობთ:

ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი.

საქართველოს ნაკრების ორ პრობლემურ პოზიციას (მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის), დიდი ალბათობით, ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი ჩაიბარებენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
აუუუუ ნუ წაიღეთ ტვინი ამდენმა პროფესორებმა რა. ვაისზე უფრო მეტი იცით ვინ დააყენოს ძირითადში და ვინ არა? დააყენეთ რა ერთი ადგილი.ვაისი გაიყვანს საქართველოს ნაკრებს ევროპაზე თქვე დემაგოგებო
ზაზა
11:23 08-10-2020
8
მე აგიხსნით რატომ ათამაშებს ვაისი კვარას მარჯვენა ფლანგზე და არა მარცხნივ. დაცვითი კუთხით მარცხენა ფლანგზე გვაქ დიდი პრობლემა მცველის სახით, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ნახევარმცველის მხრივ. კვარა დიდებულია შეტევაში თუმცა დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს (თუ რუბინის თამაშებს უყურებთ მიუხედავად იმისა რომ დაცვაში ხშირად ჩამოდის მწვავე შეტევების უმრავლესობა მისი ფლანგიდან ხდება), ხოლო ოქრი უფრო უკეთ ეხმარება დაცვას, ამასთან გამოცდილიცაა და შეთამაშებულიც გუნდთან, თან მარცხნივ ოქრის გარდა სხვა ბევრი არჩევანი გვაქ შემტევი ნახევარმცველების. კვარა მარჯვნიდანა ც მაგრად თამაშობს რაც გასულმა სანაკრებო მატჩებმა გვანახა, ასევე როცა მოწინააღმდეგე ყრუ დაცვაში დგას კვარას შეუძლია მარჯვნიდან უკეთ გააკეთოს საჯარიმოში ჩაწოდებები ვიდრე მარცხნიდან (ფაქტობრივად რუბინში ბურთს არ აწვდის რადგან უწევს არჯვენაზე გადმოტანა ბურთის.). ამ რიგად ორივე ფლანგი შეტევაშიც და დაცვაშიც მეტად დაბალანსებულია. წინა შეხვედრებში კიტეიშვილის და ყზაიშვილის არ ყოფნით ასევე გვილიას ტრამვის გამო ცენტრი დავკარგეთ, რაც მგონია რომ ბელორუსთან გამოსწორდება, და სანამ ვაისის ლანძღვას დაიწყებთ გახსოვდეთ რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და მოითხოვს ყველა რგოლის სიძლიერეს.
semi
11:33 08-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული