"ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სომხეთის ნაკრებს მხითარიანი დაუბრუნდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. როგორც იცით, უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო, მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.

სომხეთის ნაკრებმა პოლონეთში გამგზავრების წინ ერევანში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდს დაუბრუნდა მისი ტრავმამორჩენილი ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ბოლოს 8 აგვისტოს ბოსნიასთან ითამაშა და მას შემდეგ 6 მატჩი გამოტოვა.

სომხეთის ეროვნული გუნდი ტურნირზე პირველ ტურში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გამოუშვით!!!დიდი იმედი მაქვს გამოვლენ ბიჭები გუშინდელი ეიფორიიდან,რაც არც ისე მარტივია და ამ ორ თამაშში 4 ქულას,როგორც პროგრამა მინიმუმს ავიღებთ.არანაკლებ პრინციპულია სომხებთან თამაში,წარმატებები ბიჭებო
საქართველო
23:55 09-10-2020
1
ესღა გვაკლდა. მაინც და მაინც ჩვენთან თამაშის დროს ბრუნდება. ნათელია, რომ სომხები როგორც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენთან თამაშს. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ნორმალური და ადეკვატურია ვაისი, როცა 5-6 ძირითადის ფეხბურთელს გადაუწყვიტა დასვენება? თუ ამათ 3 თამაშის ზედიზედ ჩატარება არ შეუძლიათ, ფეხბურთელები კი არა, ნარკომანები ყოფილან. არადა, 5 ზამენის უფლება გაქვს, ნახევარი სასტავი შეგიძლია შეცვალო, ერთი ტაიმი მაინც ათამაშე ბიჭები. ერთი უთვისტომო და უსაზიზღრესი მწვრთნელია. ელემენტარული მისალმება არ ისწავლა ქართულად ზრდილობის გულისთვის მაინც. ზის და რუსულად მესაუბრება აქ კიდევ. მე მაგ საბჭოეთში ჩარჩენილი ვანიასი არ მჯერა და მთელ იმედებს მხოლოდ ბიჭების შემართებაზე ვამყარებ. გისურვებთ წარმატებას ბიჭებო და იმედია არ შეგვარცხვენთ სომხებთან.
არასოდეს მჯეროდა ვაისის
01:58 10-10-2020
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული