ვაისი: გამარჯვების მოსაპოვებლად და პირველ ადგილზე გასასვლელად ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან მაკედონია უკვე ჩვენი მეტოქეა. ხვალინდელი მატჩი ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია. თქვენ ოთხმცველიანი ან სამცველიანი სისტემით შეგიძლიათ ითამაშოთ. ყველაფრისთვის მზად ვართ. ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია.

სამყარო საფრთხის წინაშეა. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ერთი თვის შემდეგ. თვით რონალდოს კორონავირუსი დაუდგინდა.

მიუხედავად დანაკლისისა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების იმედი გვაქვს. ტალინში 1:3-ს აგებდით და ფრეს მიაღწიეთ. ეს იმას ნიშნავს,
რომ მაღალი კლასის გუნდი გყავთ, შეგიძლიათ ცვლილებები განახორციელოთ, ბევრი პასით თამაშობთ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს დიდი მატჩი მოვიგოთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირადად ჩემი მხარდაჭერა თქვენ ვაის. ნებისმიერ შემთხვევაში თან, მაგრამ მგონია რომ დრო მოვიდა ლობჟანიძეს მიეცეს შანსი ძირითადში. ქვილითაიაც ვიცით კაჭარავაც და ლობჯანიძეც, ლობჟანიძე კი მათ ნაცვლად ბევრად აჯობებდა. მე არ ვიცი განხილვისას რა გამოჩნდა და რამდენად საჭიროა მაღალი ფორვარდი, მარა საბას სისწრაფეც აქვს და გოლის ალღოც, მგონია რომ შანსი თუ მიეცემა გაიტანს. ნეტა ხარაიშვილიც ყოფილიყო! ხოდა ხვიჩა თუ იქნება სანერვიულო მხოლოდ ის გვექნრბა ასე მგონია, რომ მას არ ეუხეშონ. აბა თქვენ იცით წარმატებები!
გადასარევი გიორგი
00:42 14-10-2020
6
მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, რაღაც თეორიული შანსი რომ დაგვრჩეს, ან სომხებმა დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ მაკედონიას, როგორც ადრე (4:0) ჩვენი საკბილო მეტოქეა, გამოჩნდება მწვრთნელის მუშაობა და ბიჭების მენტალობა.
გუსანი
01:32 14-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული