საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE
ასეთ პირობებში ხვიჩას ჯანმრთელობით გარისკვა ღირს როო 12 ნოემბრის მატჩის წინ უშუალო კონკურენტებთან? მასზე ხომ ნამდვილად ინადირებენ მაკედონიელები, რომ მწყობრიდან გამოიყვანონ თანაც ხანგრძლივად
ეხლა კი, ამდენი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ არჩევანი იმდენია, რომ ლამის ყველას გვაქვს ნაკრების საკუთარი ვერსია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ნაკრების წარმატების და მოდით ვთქვათ, ვაისის კარგი მუშაობის.
დიდი ტაქტით არ გამოირჩევი და არც იმსახურებ პასუხს. უზრდელობების წერაში კი ვერ გაგეჯიბრები. მაჯობებ.
ბრაზილიის ნაკრები 1962 და 1966 დიდად არ განსხვავდებოდა შემადგენლობით, მაგრამ პირველ ჯერზე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მეორედ კი ჯგუფში ჩარჩა. რეჰაგელის საბერძნეთის ნაკრები კი სულაც არ წყვეტდა ვარსკვლავებს ციდან, მაგრამ გეცოდინება რა შედეგსაც მიაღწია.
შენ თუ ვაისი არ მოგწონს, შენი საქმეა, მაგრამ ზრდილობა კი უნდა გქონდეს იმდენი, რომ უცხო ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენო.
შენი სახელი კი მომეწონა, არ დავმალავ. :)