ჩრდ. მაკედონია - საქართველო. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის დროით 22:45 საათზე ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დაიწყება ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის. ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი, რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი, კვეკვესკირი, დაუშვილი, ყაზაიშვილი, გვილია, კიტეიშვილი, ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 36 /
ფრთხილ თამაშს აპირებს კვარაცხელიას და შენგელიას მეორე ტაიმში შემოიყვანს თან მემგონი უფრთხილდება კვარას და მართალიცაა შეიძლება არ დაზოგონ და დაამტვრიონ ყველაფერი გასათვალისწინებელია თან ყაზაიშვილი მარტო რომ არის ეხერხება ლიდერობა წინა თამაშში კარგი იყო გვილიას იმედიც მაქ.წარმატებები ბიჭები
თემური
14 ოქტომბერი 2020 22:06
0
ახლა მიხვდით, რომ ინიციატივიანი ფეხბურთელები არ მოსწონს? კვარა კი არა მესი და რონალდუც რომ გვყავდეს, სასტავში მხოლოდ "უსტანოვკის" ბრმად ერთგულ ფეხბურთელებს იხილავთ. საქართველოს სჭირდება ანჩელოტივით ლაღი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელი და არა ტიპი, რომელიც გუნდში მხოლოდ კოლექტივს ხედავს, კოლექტივს კაშკაშა ინდივიდების გარეშე. ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ 99%-ით დარწმუნებული ვარ, თუ დღეს არ შერცხვა, ერთ თვეშიც გაგვაოგნებს სუპერსელექციით და ოცნებებსაც დაგვიმსხვრევს. კვარას მალავს კიდევ ძაან უსუსური არგუმენტია. ამ წუთას ყველაზე წარმატებული და რეზონანსული ქართველი ფეხბურთელია, მთელი რუსეთი მაგაზე ლაპარაკობს და ვაისი როგორ დამალავს. უფრთხილდება კიდევ ვერ გავიგე, თუ ფეხბურთი არ ითამაშა, ტრავმებს ვერ მიიღებს, ცხადია, მაგრამ თუ ფეხბურთი არ ითამაშა, კოსმონავტი ეგ არ არის, მარსზე ფეხის დადგმით გვასახელოს. მომხდარა, რომ ელ-კლასიკო გამართულა მიჯრით, თასზე და ლა ლიგაზე და ნახევარმილიარდიანი მესის შენახვა არ მოსვლია თავში არავის, ხალხო!
ცოტნე
14 ოქტომბერი 2020 22:06
10
ტყემალზე ყოფნას სჯობია, რაც გინდა ილაპარაკე - ერთი ფასი აქვს.
ლევანი
14 ოქტომბერი 2020 22:22
4
ეს კაცი მთელ ქვეყანას აბუჩად გვიგდებს. ბიჭებმა უნდა ივაჟკაცონ.
ქართველი
14 ოქტომბერი 2020 22:05
11
მიუხედავად შემადგენლობისა პოზიტურად ვარ განწყობილი წინ გამარჯვებისკენ!!
ჩორნა
14 ოქტომბერი 2020 22:02
0
ეს კაცი ან ნამეტანი ჭკვიანია ან ნამეტანს ურევს
გოგა
14 ოქტომბერი 2020 22:01
3
ახლა ვიხილავთ ნამდვილ პრაგმატულ ფეხბურთს საქართველოს შესრულებით. ეს თამაში იქნება ანგარიშზე ორიენტირებული და სამი ქულისთვის. მაღალ პასზე 4-5-1 ქვილოს იმედი უნდა გვქონდეს თორემ არ ვიცი რა იქნება. ღმერთი ჩვენსკენ
roma bejanidze
14 ოქტომბერი 2020 22:01
0
წავაგებთ 0-2, დაუშვილი და ქვილითაია არ არიან ნაკრების დონის.
შენგელია ისევ მოტეხა ამ იდიოტმა?
სააკაძე
14 ოქტომბერი 2020 22:01
6
ამ ქვილითაიას შეუკიკინა რასაც ქვია ეხლაც თუ ჩააგდო თამაში და კიდე გამოიძახა ძაან მაგარი საგინებელი იქნება ეს მოგზავნილი მწვრთნელი. ბუდუს არ იზახებს საბა ლობჟანიძეს სკამზე ალპობს კვარას სხვა ფლანგზე ათამაშებს და რავი რა..... წადი ბიძია ვიღაცამ რამე უნდა გიქნას მაინც და მაინც?
ვაისი სახლში
14 ოქტომბერი 2020 21:56
15
ამ გუნდით არა მგონია ფრეზე მეტს გამოვკრათ ხელი, მაგრამ კარგია ტაბიძეს შანსი რომ მიეცა. მარცხნივ მაინც ვერ გავიგე ვინაა, მაგრამ კარგია მთლად კარგად ვერ შეგვისწავლიან ამ ნაკრებით, ეს ჩვენი მინიმუმია რა
Nik
14 ოქტომბერი 2020 21:55
1
ვცდილობ მივხდე ვაისის ჩანაფიქრს,ლოგიკასაც ვპოულობ მაგრამ.. აბა ვნახოთ რა იქნება, მთავარია 60-65 წუთამდე არ ვაგაბედეთ, ან მაქსიმუმ ისეთი ანგარიში იყოს რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი არ იყოს.. სომხეთთან სასტარტოზეც იგივე რეაქცია გვქონდა..
ლაშა
14 ოქტომბერი 2020 21:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული