გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა.
მატჩი 1:1 დასრულდა.
ჩვენების მხრიდან გოლი შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
რა თქმა უნდა, "რუბინის" ხელმძღვანელებს ეს არ გამოჰპარვიათ და "სუპერბიჭის" გოლიც აღნიშნეს.
"ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა!..
ხვიჩას კიდევ ერთი გასაოცარი გარღვევა
მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა გოლისთვის. ჩვენი ნახევარმცველი მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა და 74-ე წუთზე კი გაიტანა (ჩრდილოეთი მაკედონია - საქართველო 1:1)".