საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისათვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს - გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია
(ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 38 /
ფრთხილად და ყურადღებით!!! როგორც დიდი ნოდარ ახალკაცი იტყოდა... და მაქსიმალური მობილიზებით და ყურადღებით. წარმატებას გისურვებთ ბიჭებო... და მთელს, სრულიად საქართველოს სიხარულს!!!
tngh
10 ნოემბერი 2020 11:27
0
მოგების მერე გარეთ რომ ვიზეიმოთ დაგვაჯარიმებენ???? ეს ხომ 23-საათის მერე იქნება.
papa
10 ნოემბერი 2020 11:00
1
ყველაფერი ჩადეთ ბიჭებო გამარჯვებისათვის, ქართული გენი ძლიერია, აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!
ლეო
10 ნოემბერი 2020 10:43
0
ბუდუ ზივზივაძეს მიაქციეთ ყურადღება და ნაკრებში თამაშის შანსი მიეცით. ამის წინ მისი გოლი ვნახე _ თითქმის იგივე გააკეთა რაც ხვიჩამ - ნახევარი მინდორი გაირინა, მარცხენა ფლანგიდან შევარდა, ორი მცველი მოატყუა და გოლიც შეაგდო. არის ფიზიკურად ძლიერი, ბრგე, ათლეტური მომზადების, ორთაბრძოლებში ადვილად იმარჯვებს, აქვს სისწრაფე, აქვს კარგი დრიბლინგი, ურტყამს ორივე ფეხით, თან ძალიან ძლიერად, თამაშოს თავით კარგად, მოაზროვნე ფეხბურთელია, იხსნება დროულად და პასსაც აკეთებს - მეტი რა უნდა გააკეთოს. სასწრაფოდ გამოიძახეთ და ათამაშეთ ნაკრებში. ჩვენ არა გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი
თენგაბი
10 ნოემბერი 2020 10:26
1
ეს მთავრობაა ეხლა ერთი 1000 კაცი მაინც შეუშვით რო გავამხნევოთ გუნდი რა იცი რა ხდება
dasu
10 ნოემბერი 2020 09:33
1
ჟურნალისტებმა მინდა აიმაღლოთ ქართველი ხალხის სახელით. მიმართეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ჯარისკაცები დაასწრონ მატჩს. დისციპლინა მაღალ დონეზე აქვთ ბიჭებს და წესების სრული დაცვაც არ იქნება მათთვის პრობლემა. მთავარი მონდომებაა და იმის გააზრება, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მართლაც საუკუნის მატჩი აქვთ ჩასატარებელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნაკრები და გამარჯვებით ატაროს.
ირაკლი
10 ნოემბერი 2020 09:03
0
ან მომემატება 10 წლის სიცოცხლე და ან დამაკლდება
ემიგრანტი
10 ნოემბერი 2020 08:59
1
დაე მოგმატებოდეს ჯიმა!
ბესიკი
10 ნოემბერი 2020 22:40
0
რა ვქნა ამ ცხოვრების ბრალია რომ ცოტათი პრაგმატული და რეალისტი რომ გაგვახადა ...გეტყვით პირდაპირ ეს მოგება თქვენ და თქვენ კარიერას უფრო სჭირდება მაგალითად ვიდრე მე ან რომელიმე გულშემატკივარს ასევე ყველაზე მეტად ეს სჭირდება საქართველოს და იმ პატარა ბავშვებს რომლებიც ახლა იწყებენ თუ მალე დსიწყებენ თამაშს ...ასე რომ მინდა არ მინდა იმსახურებთ თუ არა ჩვენ მაინც გგულშემაგტკივრობთ ხოლო ახლების კი შეძენა გგმართებთ და არა მარტო საქართველოს ფარგლებით ...მე კარგად მახსოვს 1981 13 მაისი მაშინდელი სიხარულიც და 10 წელი ამით ამაყობა ...შემდეგ ომებმა ეს დაამთავრეს ...!!! თქვენ გაქვთ ( ღმერთმა ვცდებოდე) კარიერის შანსი აბა კიდევ როდის მოვიგებთ ერთა ლიგას ...ან უეფა შეცვლის ისევ რამეს და ან ნახევარი სასტავი თქვენგან არ იქნება ნაკრებში თან ჯგუფებს ჯერ ვერ ვიგებთ ობიექტური მიზეზების გამო ...კი ეს ყველაფერი ეგრე არის მაგრამ დაიკიდეთ ეს და ითამაშეთ ლამაზად როგორც სომხეთთან მეორე ტაიმი როგორც ბელორუსთან პირველი 30 წუთი როგორც მაგ მაკედონიასთან ინტარველბში კარგი ფეხბურთი ითამაშეთ და არ გაჩერდეთ 1:0-ზე ან 2:1 -ზე როგორც ამ თამაშებში გააკეთეთ 2:0 და 3:0 ზე კიდევ ხომ აი რასაც არც თქვენი თავი და არც გულშემატკივრები არ გაპატიებთ იქნება 1:0-ზე გაფუჭებული თამაში ...ითამაშეთ ისე როგორც იცით და გეხერხებათ ასევე ითამაშეთ ქართულად თითქოს ბოლო გასტროლი გაქვთ და დადეთ რაც შეგიძლიათ და ტაბლოს გახედეათ ბოლოს 90წუთის შემდეგ ..,მწამს მჯერა რომ იქ სულ მცირე 2:0 იქნებაა...!!! აბა ღმერთი თქვენსკენ და სრულიად საქართველოსკენ ...!!!
Mdaa
10 ნოემბერი 2020 08:36
0
ყველა უნდა შევიკრიბოთ დინამოსთან, გავკარი ამათ კორონას და კომენდატის საათს
las
10 ნოემბერი 2020 08:22
3
ნაკრები გავსებულია დაბალ ლიგებში მოთამაშე ხალხით, თან ისეთით თავისი საუკეთესო პერიოდი რომ უკვე განვლეს, მაგრამ ეს ვაისი რატომღაც სწორედ ამათ მოიაზრებს ნაკრების ბირთვად.
ძირითადში აუცილებლად უნდა იყოს აბურჯანია, საბა ლობჟანიძე, შენგელია, კვარაცხელია თავის ფლენგზე, დავითაშვილი, მაგრამ ამათგან არცერთს არ მოიაზრებს ვაისა ძირითადში ( საოცარია და არც კვარაცხელიას, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს.)
ამის ძირითადი არის კვიპროსის , ყაზახეთის და სან ხოსეს სასტავი. თუ ეს სასტავი დააყენა ისევ 100 % დარწმუნებული ვარ რომ წავაგებთ.
10 კაცით 2 ჯერ გაათანამრა მაკედონიამ და ეხლაც ასე იზამს.
las
10 ნოემბერი 2020 08:20
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული