ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

AutoSharing Option
ინგლისური "ლიდსის" ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა ეზგან ალიოსკიმ საქართველოს წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს თავისი ნაკრები მოიპოვებს.

"გუნდი, რომელიც ევრო 2020-ზე ითამაშებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება. მიუხედავად ამისა, დიდი გუნდები, არცთუ იშვიათად, პატარა გუნდებთან მარცხდებიან. ამის თავიდან ასაცილებლად, დიდი კონცენტრაცია და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

ყველაფერს ხვალინდელი დაპირისპირება გადაწყვეტს. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ვიზეიმებთ" - განაცხადა ალიოსკიმ.

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altPREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეთი ტონით მოლაპარაკენი თბილისიდან უკან როგორ გაბრუნებულან კარგად მახსოვს... რატომღაც შოტლანდიის იმ თამაშს მახსენებს და მგონია რომ იგივე დაემართებათ ამათაც
Ttt
11 ნოემბერი 2020 23:57
0
თავს იმხნევებენ.აბა იმას ხო არ იტყვის წასაგებად გავალ მოედანზეო?! გულში ძალიან კარგად იციან,ხვალ რაც ელოდებათ.კომენტატორებს ვთხოვ ნუ გამოჭედავენ ყურებს ინფორმაციით რომელი მაკედონელი,რომელ გუნდში თამაშობს.და ნურც იმას იძახებთ,ტაიმის და თამაშის ბოლოს,ვაი კონცენტრაცია არ დავკარგოთო.მოკლედ ნუ დაჩხავით ბიჭებს ყვავებივით.სხვა თუ არაფერი გაქვთ სათქმელი,სულ გაჩუმდით,ან სიმსივეს დაუძახეთ ის წაიყვანს რეპორტაჟს.გამარჯვება ჩვენს ნაკრებს და შემდეგ ევროპა!!!
ნუკრი
11 ნოემბერი 2020 22:48
0
თავს იმხნევებენ აშკარად ყველა დაწერილი ტექსტით საუბრობ :))
კობა
11 ნოემბერი 2020 21:55
0
დიდი ნაკრებიო?ნაკრებზე აუგს არ ვიტყვი,მაგრამ ამათი ლაპარაკი,თავის გამხნევებას უფრო ჰგავს,თან ჩვენზეც ცდილობენ ზეწოლას,არადა იმ ბაყაყს მაგინებენ,მტრის დანახვაზე ჰაერს რომ ისუნთქავენ და იბერებიან,შემომხედეთ რამხელა ვარ,არაფერი შემომბედოთო.ერთი ნემსის ჩხვლეტა და შარის ბუშტივით გასკდებიან.მთავარია ჩვენ ვითამაშოთ ისე,როგორც შეგვიძლია და მეტოქეს, შანსი არ ექნება.
სოსო
11 ნოემბერი 2020 21:24
1
ნუ გაგვიხურეთ მაკედონიელების მოწოდებბეით, ამათკენ ხართ თუ რა არის ვერ გავიგე. წეროს მაკედონიის პრესამ მათ შემართებაზე, თქვენ ჩვენების აზრები და ზრახვები გადმოგვეცით და ბიჭები გაამხნევეთ. თუ ფიქრონბთ რომ მაკედონიელთა მოსაზრებები კარგად მოქმედებს ნაკრებზე და გინდა გულშემატკივარზე, ძალიან ცდებით.
QT
11 ნოემბერი 2020 21:21
2
თუ თქვენ თბილისიდან საგზური გაგატანეს მართლა მაგრები ვყოფილვართ:)
გიო
11 ნოემბერი 2020 21:19
0
ვააა, ესენი ვერ არიან კარგად ! რა დიდი გუნდი? როდის იყავით დიდი ? ან თუ ხართ, რა გინდოდათ ყველაზე დაბალ კალათაში? ვახ , ესეთი დიდი წარმოდგენა ვინც შეგიქმნათ, იმის დედა ვატირე მე... / ამპარტავანი ახვარი, გამომივიდა ესეც დელპიერო!
Vasili
11 ნოემბერი 2020 21:15
0
ჰმ, დიდი გუნდიო
777
11 ნოემბერი 2020 21:13
0
თქვენი გუნდი ისევეა დიდი, როგორც თქვენ მაკედონიელები. ხვალ გამოგიწერთ ვაისი პუტიოვკას..!
голая правда
11 ნოემბერი 2020 21:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული