საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო
გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 25 /
იმედი გაგვიცრუვდა ბოლომდე, საერთოდ ვერ ითამაშეს, როდემდე უნდა ვიყოთ ესეეე? სუ წაგება შეიძლება? ერთხელ ხო შეიძლება საქართველო ვასახელოდ?
ენთაზი
12 ნოემბერი 2020 23:00
0
კაშიას უდიდესი პატივისცემა მაგრამ კაიხანია აღარაა ნაკრების დონეზე და ჯიუტად რატომ ათამაშწბს ვერ ვხვდები და ამ დროს ხოჭოლავა სათადარიგოა, გვილია და კაჭარავას რაუნდათ ძირითადში (((((( ტაქტიკა სადაა ვინმემ ამიხსნას ((( გოლის მერე მწვრთნელი საერთოდ დაიბნა, შეშინდა და შეცვლაც მაგიტომ დააგვიანა გუნდსაც დაეტყო თამაშზე!!!
ემიგრანტი
12 ნოემბერი 2020 23:09
0
მინდვრის საფარი რას გავს მერამდენე თამაშია უკვე ეს ხო შეიძლება მიიხედოს. თორე ისე მაგრად გვეთამაშენ აშკარად გვჯობდენ იცოდნენ რას და რისთვის აკეთებსნენ. 2 ტაიმი პრესინგი გვეთამაშენ გვაჯობეეს.
იმედა
12 ნოემბერი 2020 23:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული